Facebook Twitter

#486აგ-15 4 მარტი, 2016 წელი

ფ-ე კ, 486აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ფ-ს განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბრალდებულ კ. ფ-ა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის.

კ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.

კ. ფ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 5 ივლისიდან 2013 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებული კ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 12 ნოემბრიდან 2013 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2014 წლის 20 თებერვლიდან;

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება მსჯავრდებულ კ. ფ-ა და პროკურორ გიორგი მუკბანიანს შორის.

კ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

მასვე, სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი.

კ. ფ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

მსჯავრდებულ კ. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 12 ნოემბრიდან 2013 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 20 თებერვლიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის - გოგი გვახარიას შუამდგომლობა.

მსჯავრდებულ კ. ფ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და ასევე, სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებულმა ჯარიმამ - 5000 ლარის ოდენობით, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრით, მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 11 თვე და 25 დღე (წინასწარ პატიმრობაში ყოფნა - 2013 წლის 5 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით - ჩათვლილი აქვს სასჯელის მოხდაში) და სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ კ. ფ-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.

მსჯავრდებულ კ. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი -2013 წლის 12 ნოემბრიდან 2013 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 20 თებერვლიდან.

2015 წლის 16 სექტემბერს მსჯავრდებულმა კ. ფ-მ მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის, კანონთან შესაბამისობაში მოყვანისა და სასჯელის შემსუბუქების შუამდგომლობით, საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლში (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ კ. ფ-ს შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 დეკემბრის განჩინებაში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ კ. ფ-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია). განაჩენი და განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ფ-მ.

2016 წლის 29 თებერვალს წარმოდგენილი განცხადებით კ. ფ-ე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ კ. ფ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ კ. ფ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე