¹ას-260-585-09 20 მაისი, 2009წ. ¹ თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
განიხილა შპს «ს. გ. ს. კ.» (წარმომადგენელი ი. გ-ძე) საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებით შპს «ს. გ. ს. კ.» დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 5333,85 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის 3 ასლის წარმოდგენა.
ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ი. გ-ძეს ჩაბარდა 2009 წლის 29 აპრილს, ხოლო თავად კასატორს არ ჩაბარებია იმის გამო, რომ შეიცვალა იურიდიული მისამართი, რის შესახებაც საკასაციო სასამართლოსათვის არ უცნობებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს, ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. შესაბამისად, განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 29 აპრილს და ამოიწურა 2009 წლის 6 მაისს. კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული განჩინებით დადგენილ ვადაში, რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ს. გ. ს. კ.» (წარმომადგენელი ი. გ-ძე) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.