Facebook Twitter

ას-269-592-09 8 აპრილი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე: რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის ¹ას-269-592-09 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ საკითხი.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებით შპს «ს. ტ.» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, შეცდომით არის მითითებული საქმის ნომერი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის ¹ას-269-592-09 განჩინების შესავალ ნაწილში საქმის ნომერი «ას-262-592-09» უნდა გასწორდეს საქმის ნომრით «ას-269-592-09.»

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 2009 წლის 30 მარტის ¹ას-269-592-09 განჩინებაში დაშვებული უსწორობა. განჩინების შესავალ ნაწილში საქმის ნომერი «ას-262-592-09» გასწორდეს საქმის ნომრით «ას-269-592-09.»

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.