Facebook Twitter

ას-272-530-08 მაისი, 2008 წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი – ე.ხ-ძე

კასატორი _ შპს ,,ს-ა” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ თ.ა-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,დ-ი” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ო.ვ-შვილი, ა.კ-შვილი, ნ.ჯ-ია

გასაჩივრებული განჩინება _ თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,დ-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ს-ის” მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 20.. წ. .. იანვარს მხარეთა შორის დაიდო ¹... ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელემ ვალდებულება იკისრა, შეესრულებინა “......... ფეხბურთის სტადიონის” საპროექტო-საძიებო-სახარჯთაღრიცხვო მუშა პროექტი, რისთვისაც მოპასუხისაგან ანაზღაურებას მიიღებდა ეტაპობრივად. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. შესრულებული სამუშაოს 20... წ. .. იანვრის, . აპრილისა და .. დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე მოპასუხემ დღგ-ს ჩათვლით გადაუხადა 881 630 ლარი. 20.. წ. .. იანვარს გაფორმდა “ ......... ფეხბურთის სტადიონის” ექსპლუატაციაში მიღების სახელმწიფო აქტი. საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა შპს “დ-ის” მიერ შესრულებულ პროექტს 20.. წ. საუკეთესო არქიტექტურული ობიექტის სტატუსი მიანიჭა. “უეფას” კატეგორიული მოთხოვნით საჭირო გახდა სტანდარტული ზომების სათადარიგო მოედნისა და ათასადგილიანი ტრიბუნის პროექტირება-მშენებლობა. 20.. წ. .. ოქტომბერს ¹ნოკს-../.. მიმართვით, მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო დავალება დამატებითი კრებსითი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შესახებ ჩამოთვლილი სამუშაოებისა და დანახარჯების გათვალისწინებით. შპს “დ-მა” შეიმუშავა მუშა პროექტი, ძირითადი და დამატებითი ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხდვით საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა სულ 1 ..3 276 ლარი. 20.. წ. . ნოემბრის ¹...ა წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა დავალიანების _ 61 584 ლარის გადახდა, თუმცა უშედეგოდ. მხარეთა შორის დადებული გარიგება წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემსრულებელსა და დამკვეთს შორის სამუშაოს ღირებულება უნდა გადახდილიყო ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე არა უგვიანეს .. დღისა, მე-6 პუნქტის მეორე ნაწილის მიხედვით კი, დამკვეთთან შეთანხმებული საპროექტო ვარიანტის დამკვეთის ინიციატივით შეცვლის შემთხვევაში დამატებითი სამუშაო უნდა ანაზღაურებულიყო. მოპასუხემ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 649-ე მუხლები, როდესაც მოსარჩელეს არ გადაუხადა გაუთვალისწინებელ სამუშაოთა ღირებულება _ 381 657 ლარი და საავტორო ზედამხედველობის თანხა _ 61584 ლარი. 20.. წ. . ნოემბრის ¹...ა წერილით შპს “დ-მა” გაუგზავნა შპს “ს-ის” გენერალურ დირექტორს აღნიშნული დამატებითი სამუშაობის შესრულების გასაფორმებელი მიღება-ჩაბარების აქტების პროექტები, რომლებიც უნდა გაფორმებულიყო 20.. წ. .. დეკემბერს, მოპასუხის მიერ კრებსითი ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შემდეგ. 20.. წ. .. დეკემბრიდან .. დღის ვადაში კი უნდა ანაზღაურებულიყო შესრულებული სამუშაოების ღირებულება და საავტორო ზედამხედველობის თანხა. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვა მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება. ამავე კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ს-ას” უნდა დაეკისროს 20..წ. წ. დასაწყისისათვის გადასახდელი თანხის გადახდის დაყოვნების შედეგად მიყენებული ზიანის _ 95603 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, თუმცა განმარტა, რომ ის სამუშაო, რასაც მოსარჩელე სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებდა, რეალურად შესრულებულია და შპს “ს-ა” თანახმა იყო, სარჩელში აღნიშნული თანხა გადაეხადა .. თვის განმავლობაში შესაბამისი გრაფიკის მიხედვით.

თ.-ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,დ-ის” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შპს ,,ს-ას” შპს “დ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 538 844 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 20.. წ. .. იანვარს შპს ,,ს-ასა” და შპს ,,დ-ს” შორის დაიდო ¹... ნარდობის ხელშეკრულება, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს დაევალა ,, ......... საფეხბურთო სტადიონის” საპროექტო-საძიებო-სახარჯთაღრიცხვო მუშა პროექტის შედგენა. ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურების წესი, რომლის თანახმად შპს “ს-ა” იღებდა ვალდებულებას, ეტაპობრივად გადაეხადა მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე არა უგვიანეს .. დღის განმავლობაში. 20.. წ. .. იანვარს, . აპრილსა და 20.. წ. .. დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე დამკვეთმა, დამატებითი ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით, მოსარჩელეს გადაუხადა 881 630 ლარი. 20.. წ. .. ოქტომბერს მოსარჩელემ შპს “ს-ისაგან” მიიღო დამატებითი დავალება, ჩატარებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვების გათვალისწინებით შეედგინა და მოპასუხისათვის წარედგინა ჩატარებული სამუშაოების კრებსითი ხარჯთაღრიცხვა, რაც შპს ,,დ-მა” განახორციელა და მის მიერ წარდგენილი დამატებითი კრებსითი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, შეადგენდა 1 ..3 276 ლარს. აღნიშნული თანხა მოიცავდა პროექტის სათანადო შესრულებაზე საავტორო ზედამხედველობისათვის დადგენილ 61 584 ლარს. 20.. წ. . ნოემბერს შპს ,,დ-მა” მიმართა შპს “ს-ას” და მოსთხოვა გადაანგარიშებული ხარჯთაღრიცხვით დადგენილი აუნაზღაურებელი თანხის _ 381 657 ლარისა და საავტორო ზედამხედველობის თანხის _ 61 584 ლარის გადახდა, თუმცა მოპასუხეს სადავო თანხა არ გადაუხდია. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა სასყიდლიანი ნარდობის ხელშეკრულება, მოსარჩელემ კრებსითი ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით, მოპასუხის დაკვეთით შეასრულა 1 ..3 276 ლარის საპროექტო სამუშაოები, თუმცა ანაზღაურების სახით მიიღო მხოლოდ 881630 ლარი. სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მიიღო და მოიწონა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო. სასამართლომ გაიზიარა ინდივიდუალური აუდიტის _ თ.კ-ძის დასკვნა, რომლის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე 20..წ.-20.. წლებში დაფიქსირებული საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის თანხის გადახდის დაყოვნებით მიყენებული ზიანი შეადგენდა 95 603 ლარს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, 649-ე მუხლით, 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, 403-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია. სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან სადავო ვალდებულება ჯერაც არ არის შესრულებული, მოპასუხეს უნდა დაეკისროს თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდაც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ შპს “ს-ას” დააკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს ,,ს-ამ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. დეკემბრის განჩინებით შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი და სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს ,,ს-ამ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ საქმე განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის დარღვევით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,დ-მა” შეასრულა დამატებითი საპროექტო სამუშაოები, რომელიც კასატორმა მიიღო და მოიწონა. 20..წ. .. იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული ¹... ნარდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, საპროექტო სამუშაოების შესრულების ფაქტი უნდა დადასტურებულიყო კასატორის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სადაც აღინიშნებოდა შესრულებული სამუშაოს მოცულობა და შესრულების ვადები. მითითებული წარმოადგენდა ანგარიშსწორების ძირითად უმთავრეს პირობას. სამუშაოს მიღებისა და მოწონების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. საქმეში არ მოიპოვება 20..წ. .. იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი და, შესაბამისად, ვერ ჩაითვლება დადასტურებულად ფაქტობრივი გარემოება შპს “დ-ის” მიერ სამუშაოს შესრულებისა და მიღების თაობაზე. ამდენად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლი. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებისას, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია და არც საქმეში მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მხარეებს შორის ანაზღაურებაზე შეთანხმების ფაქტი დადასტურდება, მხოლოდ შპს ,,დ-ის” მიერ ხარჯთაღრიცხვის წარდგენა კი ვერ გახდება ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.

მოცემულ საქმეზე დადგენილია და კასატორს სადავოდ არ გაუხდია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 20..წ. .. იანვარს შპს ,,ს-ასა” და შპს ,,დ-ს” შორის დაიდო ¹... ნარდობის ხელშეკრულება, რომლისთაც მოსარჩელეს დაევალა ,, ......... საფეხბურთო სტადიონის” საპროექტო-საძიებო-სახარჯთაღრიცხვო მუშა პროექტის შედგენა. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურების წესი, რომლის თანახმად შპს “ს-ა” იღებდა ვალდებულებას, ეტაპობრივად გადაეხადა მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე არა უგვიანეს .. დღის განმავლობაში. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე დამკვეთმა მოსარჩელეს გადაუხადა 881 630 ლარი. 20..წ. .. ოქტომბერს მოსარჩელემ შპს “ს-ისგან” მიიღო დამატებითი დავალება, ჩატარებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების გათვალისწინებით შეედგინა და მოპასუხისათვის წარედგინა ჩატარებული სამუშაოების კრებსითი ხარჯთაღრიცხვა, რაც შპს ,,დ-მა” განახორციელა და მის მიერ წარდგენილი დამატებითი კრებსითი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 1 ..3 276 ლარს. შპს ,,დ-მა” შპს “ს-ას” მოსთხოვა გადაანგარიშებული ხარჯთაღრიცხვით დადგენილი აუნაზღაურებელი თანხის _ 381 657 ლარისა და საავტორო ზედამხედველობის _ 61 584 ლარის გადახდა, თუმცა მოპასუხეს სადავო თანხა არ გადაუხდია. მოსარჩელემ კრებსითი ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით, მოპასუხის დაკვეთით შეასრულა 1 ..3 276 ლარის საპროექტო სამუშაოები, ხოლო ანაზღაურების სახით მიიღო მხოლოდ 881630 ლარი. სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მიიღო და მოიწონა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო. შპს “ს-ას” შესრულებული სამუშაოს ხარისხი სადავოდ არ გაუხდია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა დასათებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას, რომ საქმეში არ მოიპოვება 20..წ. .. იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი და, შესაბამისად, დადასტურებულად ვერ ჩაითვლება ფაქტობრივი გარემოება სადავო სამუშაოს შესრულებისა და კასატორის მიერ მისი მიღების თაობაზე. სასამართლომ აღნიშნული გარემოება დადგენილად მიიჩნია სწორედ შპს “ს-ის” მოსაზრების საფუძველზე სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე 20..წ. .. მაისს საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ის სამუშაო, რასაც მოსარჩელე მხარე სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს, რეალურად შესრულებულია (ს.ფ. ..2). იგივე გარემოება იქნა დადასტურებული საკასაციო სასამართლოშიც შპს “ს-ის” კასაციის განხილვისას, შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ, მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობს გამო, სამუშაოების შესრულების ფაქტი არ დგინდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სავსებით კანონიერად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 649-ე მუხლით, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი, ვინაიდან საზღაურზე მხარეების უფლებამოსილი წარმომადგენლები არ შეთანხმებულან. მხარეთა შორის ვალდებულების წარმომშობი ¹... ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განსაზღვრულია დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების წესი. ამრიგად, ცხადია, რომ მხრეთა შორის დაიდო სასყიდლიანი ნარდობის ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და კასატორი სადავოდ არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი შემკვეთს უკვე გადახდილი აქვს, შესაბამისად, ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის პრეტენზია სამუშაოების ანაზღაურებაზე მხარეთა შორის შეუთანხმებლობის თაობაზე.

კასატორი ასევე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ დამატებით სამუშაოზე და, შესაბამისად, დამატებით ხარჯებზე მხარეები არ შეთანხმებულან. მხარეთა შორის დადებული ძირითადი ხელშეკრულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებულია სახელშეკრულებო ცვლილებების და, შესაბამისად, დამატებითი სამუშაოს ანაზღაურება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დამატებითი კრებსითი ხარჯთაღრიცხვა შედგენილია შპს “ს-ის” 20..წ. .. ოქტომბრის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემებას და კასატორის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ დამატებითი კრებსითი ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოები შესრულებულია და მიღებულია შპს “ს-ის” მიერ (იხ. საკასაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).

კასატორი სადავოდ არ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინებით სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 403-ე მუხლის საფუძველზე მოვალისათვის, ვადის გადაცილების გამო, სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4..-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,ს-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.