Facebook Twitter

ას-276-606-07 21 მაისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი _ ნოტარიუსი ლ. ა-ი

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და სამკვიდროს გაყოფა

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. მ-ისა და ნოტარიუს ლ. ა-ის მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2000 წლის 10 ნოემბერს ნოტარიუს ლ. ა-ის მიერ ე. მ-ზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა სახლის მდებარე ქ.თბილისი, ... ქ. ¹18-ს 1/2 (9/18) წილზე გაუქმდა 6/18 წილში და ე. მ-ზე გაცემული ზემოთმითითებული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა უცვლელი დარჩა სადავო სახლის მდებარე ქ.თბილისში ... ქ. ¹18-ში 3/18 წილზე; მ. მ-ი ცნობილ იქნა შ. მ-ის სამკვიდრო ქონების, კერძოდ სახლის, მდებარე ქ.თბილისი, ... ქ. ¹18-ს 15/18 წილიდან 5/18 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; სამკვიდრო მოწმობის 3/18 წილის გაუქმების ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. მ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით გ. მ-ს გადაედო სასამართლო ხარჯების გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

2007 წლის 10 მაისს გ. მ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გ. მ-ის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საკასაციო საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სასამართლოს გამოაქვს განჩინება სასამართლო ხარჯების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

ვინაიდან, გ. მ-მა უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის განხილვაზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ.მ-ი უნდა გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 284-ე 372-ე, 378-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. მ-ი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

დაკმაყოფილდეს გ. მ-ის მოთხოვნა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მოცემულ საქმეზე შეწყდეს გ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოება;

საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო გ. მ-ს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.