Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №552აპ-15 ქ. თბილისი

ვ-ი კ., 552აპ-15 29 მარტი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ვ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის განაჩენით:

თ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი ჩაეთვალა რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2014 წლის 19 დეკემბრიდან იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

თ. ზ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ, ბ. ყ-ს (პ/ნ…) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ახალციხის რაიონის სოფელ …ში, საკადასტრო კოდი #...

კ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 19 დეკემბრიდან იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

კ. ვ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ, მ. ლ-ს (პ/ნ…) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ახალციხეში, …-ს ქ…, ბინა #.., საკადასტრო კოდი #....

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად, კერძოდ:

კ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 14 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 19 დეკემბრიდან იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.

კ. ვ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ, მ. ლ-ს (პ/ნ…) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ახალციხეში, … ქ…, ბინა #.., საკადასტრო კოდი #....

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

მსჯავრდებულ კ. ვ-სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ კ. ვ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე