ას-284-613-07 10 მაისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ,
მოსამართლე: როზა ნადირიანი
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. მ-ის წარმომადგენელ ი. ვ-ე-მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2007 წლის 27 აპრილს მ. მ-ის წარმომადგენელ ი. ვ-ე-მ-მ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება, კასატორმა წარმოადგინა ადვოკატ გ. კ-ზე გაცემული ორდერი და მიუთითა, რომ გ.კ-მ შეადგინა მისი საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით მ. მ-ის წარმომადგენელ ი. ვ-ე-მ-ს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა.
2007 წლის 7 მაისს მ. მ-ის წარმომადგენელ ი.ე ვ-ე-მ-მ წარმოადგინა გ.კ-ის მიერ შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, მაგრამ არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.