Facebook Twitter

¹ას-286-615-07 24 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ო. ს-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. უ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის განჩინება განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

დავის საგანი –ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 19 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ვ. უ-მა და აღნიშნა, რომ მის საკუთრებაშია საცხოვრებელი ბინა მდებარე თბილისში ... ქ.¹2, წილი 1/2. აღნიშნული სახლი შეიძინა ს/ს „-- -- --“ მოპასუხეები ო. ს-ე, მ. ს-ე და გ. ს-ე ბინაში ცხოვრობენ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. ისინი ერთხელ უკვე გამოსახლებულ იქნენ აღნიშნული ბინიდან ს/ს „-- -- --“ სარჩელის გამო, მაგრამ მათ ახსნეს ლუქი და ხელმეორედ შეიჭრნენ ბინაში. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სარჩელს და მოპასუხეთა გამოსახლება ბინიდან და სახლის დაბრუნება მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

მოპასუხეებს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. 2006 წლის 31 იანვარს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები, რომლებსაც სასამართლო უწყება გაეგზავნათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენლებმა მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რის საფუძველზეც სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2006 წლის 15 თებერვალს მოპასუხე ო. ს-მ სასამართლოს მიმართა საჩივრით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. საჩივარი მიღებულ იქნა 2006 წლის 20 თებერვლის განჩინებით და დაინიშნა საქმის ხელახალი განხილვა.

2006 წლის 20 ივნისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები ო. ს-ე, მ. ს-ე და გ. ს-ე, რომლებსაც სასამართლო უწყება გაეგზავნათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხეებს გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.

მოსარჩელე ვ. უ-ს წარმომადგენლებმა თ. გ-მ და ნ. ბ-ა იშუამდგომლეს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ივნისის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებით ვ. უ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა მდებარე თბილისში ... ქუჩა ¹2 წილი 1/2, გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების ო. ს-ის, მ. ს-ის, გ. ს-ის უკანონო მფლობელობიდან.

ზემოთ დასახელებულ მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საფჩივარი იქნა წარდგენილი ო. ს-ის მიერ, სააპელაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.

2006 წლის 15 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ო. ს-ე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარე ვ. უ-მა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ვ. უ-ს შუამდგომლობა და 2006 წლის 15 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ო. ს-ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ზემოთ დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ო. ს-მ და მოითხოვა მისი გაუქმება. საჩივარში აღნიშნულია, რომ აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ოჯახური პირობების გამო და იმის შესახებ მან სასამართლოს აცნობა სხდომამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ხსენებული 233-ე მუხლით იმპერატიულად არის განსაზღვრული ის გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ხოლო, რაც შეეხება სხვა საპატიო მიზეზებს, რომელთა არსებობასთან არის დაკავშირებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, არ არის იმპერატიული და მისი შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია სასამართლოზე საქმის გარემოებების მიხედვით. გარდა ამისა, საპატიო გარემოებების დადგენისას სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დეფინიციას, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ო. ს-ის მითითება ოჯახური პირობების გამო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ, არ არის ის საპატიო მიზეზი, რომლის არსებობისას დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან მხარის მიერ სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად მითითებული იყო ოჯახური პირობები ზოგადად და არა კონკრეტულად. აქედან გამომდინარე, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეეფასებინა ო. ს-ის ოჯახური მდგომარეობა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო ხელშემშლელ გარემოებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული საფუძველი არ განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველს, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.