Facebook Twitter

¹ას-287-616-07 12 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ო-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ო-ა (მოპასუხე)

დავის საგანი – საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის იმავე პალატისათვის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ო-მ 2005 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. ო-ის მიმართ და მოითხოვა მ. ო-ის მიერ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და მისი და მისი თანმხლები პირების გამოსახლება ბინიდან, მდებარე ქ.თბილისი, ... ქ. ¹5, ბინა ¹3 32\1392-დან. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ ზემოაღნიშნული ფართი 2005 წლის 24 ივნისს შეიძინა, ამ ბინაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს მ. ო-ე, რომელიც არღვევს ი. ო-ის, როგორც მესაკუთრის ინტერესებს და აყენებს ზიანს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ი. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე მ. ო-გან გამოთხოვილ იქნა ი. ო-ს სახელზე რიცხული ბინა, მდებარე ქ.თბილისი, ... გამზ. ¹5 ბინა 3 (წილობრივი მონაცემები 32\1392).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მ. ო-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ო-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე მ. ო-მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ო-ის საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამ ნორმის თანახმად, განჩინების გადაცემის მომენტად საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება ამ განჩინების ასლის მხარეთათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, რაც უნდა დადასტურდეს ხელმოწერით, ან კიდევ ამ განჩინების მხარისათვის გადაგზავნით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა მ. ო-ს (ს.ფ. 81), რომელიც მას პირადად ჩაბარდა 26 თებერვალს (ს.ფ. 85). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია საპროცესო ვადის გამოთვლის წესი. ამ ნორმის თანახმად წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამ ნორმის შესაბამისად მ.ომაძის მიერ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2007 წლის 27 თებერვლიდან. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ო-ს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 27 მარტის ჩათვლით, მან კი საკასაციო საჩივარი შეიტანა 28 მარტს, ე.ი. საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული ვადა, რომლის აღდგენა კანონით დაუშვებელია, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად მზევინარ ომაძის საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის III ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.