ას-29-366-09 3 აპრილი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
განიხილა გ. ჩ-ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩნებით გ. ჩ-ძეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივრზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დასაბუთებული კერძო საჩივრისა და 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
კერძო საჩივრის ავტორმა, განჩინებაში მითითებული ვადის დაცვით, ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, მან წარმოადგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. შუამდგომლობა, დანარჩენ ნაწილში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ, არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარზე ვრცელდება ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. გ. ჩ-ძის მიერ კერძო საჩივრის ხარვეზი სრულად არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, კერძოდ, მან არ წარმოადგინა დასაბუთებული კერძო საჩივარი, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჩ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. გ. ჩ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.