¹ას-303-629-07 11 ივნისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. გ-ა (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “-- -- --”
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვალი განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. გ-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ამავე სასამართლოს 2004 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ი.გ-ს სარჩელი შპს “-- -- --” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და თანხის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც განმცხადებელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით ი. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი.გ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 10-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად. საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყებით დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი ი.გ-ს ჩაბარდა 2007 წლის 25 აპრილს, თუმცა კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განჩინებით ი. გ-ს საკასაციო საჩივარს განესაზღვრა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს გზავილი კასატორს 2007 წლის 25 აპრილს ჩაბარდა. აღნიშნულის მიუხედავად, მას სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. გ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.