საქმე №115აპ-16 თბილისი
შ-ი ი., 115აპ-16 25 მარტი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ. ბ-ის განცხადება, რომლითაც შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. შ-ის მიმართ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენით:
· ი. შ-ი, - დაბადებული 19… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი, 63-64-ე მუხლების შესაბამისად, - ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. ი. შ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 23 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 27 მაისიდან იმავე წლის 29 მაისის ჩათვლით.
· დ. ს-ე, - დაბადებული 19… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი, 63-64-ე მუხლების შესაბამისად, - ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. დ. ს-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 23 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 27 მაისიდან იმავე წლის 29 მაისის ჩათვლით.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. შ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. ბ-ემ.
4. 2016 წლის 25 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მსჯავრდებულ ი. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ. ბ-ე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. შ-ის მიმართ.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ი. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ. ბ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.
6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი