ას-331-651-09 28 მაისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. რ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე, ლარისა ღუღუნიშვილის სარჩელის გამო ე. რ-იას მიმართ თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით ე. რ-იას განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 936 ლარისა და 75 თეთრის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2009 წლის 22 აპრილს კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება, იმ საფუძვლით, რომ იგი იმყოფება მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინებით ე. რ-იას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა. კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2009 წლის 14 მაისს ე. რ-იამ კვლავ მიმართა საკასაციო პალატას განცხადებით და აღნიშნა, რომ იგი ვერ იხდის სახელმწიფო ბაჟს მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო. განცხადებას დაერთო თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინების ასლი ე. რ-იას შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. რ-იამ ვერ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლების არსებობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკივცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არსებული ცნობები ე. რ-იას სამსახურიდან განთავისუფლებისა და ჯანმრთელობისა მდგომარეობის შესახებ, ასევე განცხადებაზე თანდართული თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინების ასლი ე. რ-იას შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ვერ ჩაითვლება მისი სრული ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებაზე მითითებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შევსება – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ე. რ-იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. რ-იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.