Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-336-589-08 2 ივლისი, 2008 წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.ჭ-ძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ მ.ხ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. თებერვლის განჩინება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება და სამუშაოზე აღდგენა

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

Aაღწერილობითი ნაწილი

მ.ხ-სვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ჭ-ძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ. მან მიუთითა, რომ 20..წ. .. დეკემბერს ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება ¹...ა\შ, რომლითაც მოსარჩელეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა სასამართლოში. 20..წ. 7 დეკემბერს გამოცემულ იქნა ბრძანება ¹..., რომლის მეშვეობით უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. რექტორმა 20..წ. .. იანვარს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინა საშტატო განრიგი, რაზედაც 20..წ. .. დეკემბერს მიღებულ იქნა თანხმობა, რის შედეგადაც 20..წ. . თებერვალს გამოსცა ¹.. პ\შ ბრძანება, რომლითაც მ. ხ-სვილი განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მოპასუხეს მუშაკთა რიცხოვნების შემცირებისას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 42-ე და 36-ე მუხლებით, ემსჯელა და განესაზღვრა სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებებზე. მოსარჩელეს სხვებთან შედარებით იურისტის თანამდებობაზე უპირატესი დარჩენის უფლება ჰქონდა, ვინაიდან მას გააჩნდა უფრო მაღალი კვალიფიკაცია და შრომის ნაყოფიერება. გარდა აღნიშნულისა, იგი არის სამხედრო ინვალიდი და ოჯახში დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე ერთადერთი პირი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა ბათილად იქნას ცნობილი 20..წ. . თებერვლის ¹.. პ\შ ბრძანება მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, აღდგენილ იქნას იმავე თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებით განაცდური ხელფასი.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციების მიერ და ბოლოს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ.ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი.ჭ-ძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. თ.ის სააპელაციო სასასმართლოს 20..წ. .. თებერვლის განჩინებით ი.ჭ-ძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი.ჭ-ძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. კასატორმა მიუთითა, რომ აღიშნული დავა ეხება ადმინისტრაციული აქტის კანონიერების საკითხს და საქმე უნდა განეხილა არა სამოქალაქო პალატას, არამედ ადმინისტრაციულ პალატას. ვინაიდან ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი საერთოდ არ ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას. აქედან გამომდინარე, ადმინსტრაციულ სასამართლოს რომ განეხილა აღნიშნული საკითხი, სასამართლო მათი გამოუცხაებლობის გამო არ გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ი.ჭ-ძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.

ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..0-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

დადგენილია, რომ მ.ხ-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 20..წ. .. ნოემბერს. მხარეები გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე – ი.ჭ-ძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.205-206). აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი.ჭ-ძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სადაც მიუთითა, რომ სასამრთლო პროცესზე მათი გამოუცხადებლობა გამოიწვია უნივერსიტეტის წინ ავტოსაგზაო შემთხვევამ, რის შედეგადაც დაშავდა უნივერსიტეტის სტუდენტი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნივერისტეტის მიერ მოყვანილი არგუმენტი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ ვერ ჩაითვლება საპატიო მიზეზად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ი.ჭ-ძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მართებულად გამოიტანა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ი.ჭ-ძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..3-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი.ჭ-ძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. თებერვლის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.