ას-351-752-06 16 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიან
სხდომის მდივანი _ გურამ სუპატაშვილი
კასატორი – ს. ქ-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ თ. ნ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ე
ნოტარიუსი ა. შ-ი (მოპასუხეები)
დავის საგანი – პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამ ხელშეკრულებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. ქ-მ 2004 წლის ივნისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ნოტარიუს ა. შ-ისა და ნ. კ-ის მიმართ და მოითხოვა პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ ქ.თბილისში, ... ქ. I კორპუსი, ბინა ¹95-ის მეპაიე-წევრი იყო მისი დედა თ. ქ-ე, ბინის ორდერში დედასთან ერთად მითითებული იყო მოსარჩელე და მისი და ი. ქ-ე, ბინის მთლიანი ღირებულება დაფარული ჰქონდა მას. დედის გარდაცვალების შემდგომ მის კანონიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ მოსარჩელე და მისი და. მისმა მეუღლემ 1998 წლის 23 მაისს უკანონოდ მოახდინა მისი სამკვიდრო ქონების, ბინის პრივატიზაცია თავის სახელზე და 1999 წლის 30 აპრილს რეგისტრაცია გაუკეთა ტექინვენტარიზაციის ბიუროში. პრივატიზაციის ხელშეკრულების მიხედვით მას რეგისტრაცია უნდა მოეხდინა სამი თვის ვადაში ტექინვენტარიზაციის ბიუროში, მან კი რეგისტრაციაში გაატარა 10 თვის შემდგომ, რითაც დაარღვია სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მოთხოვნა. მოსარჩელის მითითებით, მათთვის 2004 წლის 5 მაისს გახდა ცნობილი, რომ მისმა მეუღლემ 2004 წლის 4 თებერვალს მოახდინა მათი სამკვიდრო ქონების რეგისტრაცია.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ქ-ის სარჩელი ნოტარიუს ა. შ-ისა და ნ. კ-ის მიმართ სანოტარო მოქმედების ბათილად ცნობისა და საცხოვრებელ ბინაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ა. შ-ის მიერ დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც ნ. კ-ის საკუთრებაში გადავიდა ... ქ. I კორპუსი, ბინა 95. შესაბამისად, აღდგა ის მდგომარეობა, რომელიც არსებობდა პრივატიზაციამდე, კერძოდ, იგი აღირიცხა სამშენებლო კოოპერატივის საკუთრებაში მეპაიე აწ.გარდაცვლილი თ. ი-ს ასულ ქ-ის სახელზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს. ქ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის სხდომაზე მხარეებმა იშუამდგომლეს საქმის მორიგებით დამთავრების შესახებ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:
მოსარჩელე ს. ქ-ე თანახმაა მის საკუთრებაში აღირიცხოს ამჟამად ნ. კ-ის სახელზე რიცხული ბინის, მდებარე ქ.თბილისში, ... ქ. I კორპუსი, ბინა ¹95-ში, 1/3 ნაწილი, ხოლო 2/3 დარჩეს ნ. კ-ის საკუთრებაში.
მოპასუხე ნ. კ-ე თანახმაა ამჟამად თავის სახელზე რიცხული ზემოთმითითებული ბინის 1/3 ნაწილი აღირიცხოს მოსარჩელე ს. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლებით, ხოლო მის საკუთრებაში დარჩეს ბინის 2/3 ნაწილი.
მოსარჩელე ს. ქ-ს პრეტენზია არ გააჩნია მოპასუხე ნოტარიუს ა.შ-ის მიმართ მოცემულ სამოქალაქო საქმეზე.
მხარეებმა წარმოდგენილ მორიგების აქტში მიუთითეს, რომ მათ განემარტათ მორიგების შედეგები, რომ მხარეთა მორიგების შემთხვევაში საქმის წარმოება წყდება და იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ დავა არ დაიშვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა მორიგების აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. იმავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ს. ქ-ისა და ნ. კ-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:
ნ. კ-ე კისრულობს ვალდებულებას თავის საკუთრებაში რიცხული ბინის, მდებარე ქ.თბილისში, .... ქ. I კორპუსში, ბინა ¹95-ში, 1/3 ნაწილი აღირიცხოს ს. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლებით, ხოლო მის საკუთრებაში დარჩეს ბინის 2/3 ნაწილი.
ს. ქ-ე თანახმაა თავის საკუთრებაში აღირიცხოს ნ. კ-ის სახელზე რიცხული ბინის 1/3 ნაწილი, ხოლო 2/3 დარჩეს ნ. კ-ის საკუთრებაში.
მოსარჩელე ს. ქ-ს პრეტენზია არ გააჩნია მოპასუხე ნოტარიუს ა.შ-ის მიმართ მოცემულ სამოქალაქო საქმეზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. კ-ს ს- ქ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 25 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, 272-ე მუხლის “დ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დამტკიცდეს მორიგება ს. ქ-სა და ნ. კ-ს შორის შემდეგი პირობებით:
ნ. კ-ე კისრულობს ვალდებულებას ს. ქ-ის სახელზე აღირიცხოს მის საკუთრებაში რიცხული ბინის, მდებარე ქ.თბილისში, ..... ქ. I კორპუსი ბინა ¹95-ში, 1/3 ნაწილი, ხოლო 2/3 დარჩეს მის საკუთრებაში. ს. კ-ე თანახმაა თავის საკუთრებაში აღრიცხოს ნ. კ-ის სახელზე რიცხული ბინის, მდებარე ქ.თბილისში, .... ქ. I კორპუსი, ბინა ¹95-ში, 1/3 ნაწილი, ხოლო 2/3 დარჩეს ნ. კ-ის საკუთრებაში.
მოსარჩელე ს. ქ-ს პრეტენზია არ გააჩნია მოპასუხე ნოტარიუს ა.შ-ის მიმართ მოცემულ სამოქალაქო საქმეზე.
მხარეთა მორიგების გამო გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.
განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით, იმავე მხარეებს შორის სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა არ შეიძლება.
ნ. კ-ს ს. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 25 ლარის გადახდა.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.