Facebook Twitter

¹ას-358-710-07 18 ივნისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე:Mმ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ღ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ლ. ღ-ს სარჩელის გამო მ. კ-ის მიმართ, თანხის დაბრუნების შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ლ. ღ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებით ლ. ღ-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 1608,75 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 113-114).

2007 წლის 21 მაისს ლ. ღ-მა შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გათავისუფლება.

საკასაციო პალატა გაეცნო კასატორის შუამდგომობას და მიიჩნია, რომ მასში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის საფუძველს.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა 3 დღით (ს.ფ. 123-124). აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2007 წლის 7 ივნისს (ს.ფ. 125). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 11 ივნისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ღ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.