Facebook Twitter

ას-367-718-07 4 ივლისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თ. თოდრია

განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ ა. გ-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ე. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება

განცხადების მოთხოვნა – საპროცესო ვადის აღდგენა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ა., ზ., ი., ზვ. და მ. გ-ებისა და ნ. ბ-ის მიმართ და მიუთითა, რომ 2005 წლის 7 მარტს საქართველოს სააღსრულებო ბიუროს მიერ დანიშნულ განმეორებით იძულებით აუქიონზე შეიძინა ნ. ბ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული თბილისში, ..., III მ\რ-ის ¹319ვ კორპუსში მდებარე ¹8 ბინა. მოსარჩელემ განმარტა, რომ მან რამდენიმეჯერ მიმართა ნ. ბ-ს, გაეთავისუფლებინა საცხოვრებელი ბინა, რათა ესარგებლა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. მიუხედავად ამისა, მოპასუხეები ნ. ბ-ი, მისი მეუღლე და შვილები აგრძელებენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრებას. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება ზემოთ მითითებული საცხოვრებელი ბინიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 4 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები: ნ. ბ-ი, ა., ზ., ი., ზვ. და მ. გ-ები, თანმხლებ პირებთან ერთად, გამოსახლებულ იქნენ ქ. თბილისში, ... , III მ\რ-ის ¹319ვ კორპუსში მდებარეE ¹8 ბინიდან.

ზემოაღნიშნული საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ნ. ბ-ის წარმომადგენელმა მ. შ-მა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 მაისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები: ნ. ბ-ი, ა., ზ., ი., ზვ. და მ. გ-ები, თანმხლებ პირებთან ერთად, გამოსახლებულ იქნენ ქ. თბილისში, ..., III მ\რ-ის, ¹319ვ კორპუსში მდებარეE ¹8 ბინიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 მაისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ის, ა., ზ., ი., ზვ. და მ. გ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 მაისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე ნ. ბ-მა, ა., ზ., ი., ზვ. და მ. გ-ებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 17 Mმაისის განჩინებით კასატორებს დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით ნ. ბ-ის, ა., ზ., ი., ზვ. და მ. გ-ების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.

2007 წლის 27 ივნისს ა. გ-ის წარმომადგენელმა ე. ბ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას ამავე სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შესახებ, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. ა. გ-ის წარმომადგენლის ე. ბ-ის განმარტებით, ა. გ-ე 2007 წლის 8 მაისიდან მკურნალობდა “ .. ..” და დროულად ვერ შეძლო საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შევსება. განმცხადებელმა მოითხოვა საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის აღდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის წარმომადგენლის ე. ბ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით ნ. ბ-ის, ა., ზ., ი., ზვ. და მ. გ-ების საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 10 დღის ვადა მის გამოსასწორებლად. ამავე სასამართლოს 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით ნ. ბ-ის, ა., ზ., ი., ზვ. და მ. გ-ების საკასაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, დარჩა განუხილველი.

2007 წლის 27 ივნისს ა. გ-ის წარმომადგენელმა ე. ბ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას ამავე სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შესახებ, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. ა. გ-ის წარმომადგენელმა ე. ბ-მა განცხადებაში მიუთითა ასევე, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა გამოწვეული იყო ა. გ-ის ავადმყოფობით. განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის საპატიოდ ჩათვლა და საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის აღდგენა.

როგორც წარმოდგენილი მასალების შემოწმებამ ცხადყო, ა. გ-ის მიერ მართლაც არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი, მაგრამ მან სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა საკასაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მხარე ვალდებულია, შეასრულოს საპროცესო მოქმედება სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, რაც კასატორების მიერ არ შესრულებულა.

რაც შეეხება ა. გ-ის წარმომადგენლის ე. ბ-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ბაჟის სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში გადაუხდელობა გამოწვეული იყო ა. გ-ის ავადმყოფობით და მათ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა აღუდგეთ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან ნ. ბ-ს, ზ., ი., ზვ. და მ. გ-ებს შეეძლოთ შეევსოთ ხარვეზი, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში და წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, რაც მათ მიერ არ იქნა შესრულებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში ნ. ბ-მა, ა., ზ., ი., ზვ. და მ. გ-ებმა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოასწორეს, ამასთან, ა. გ-მ ხარვეზი შეავსო საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც მითითებული განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი.

რაც შეეხება ა. გ-ის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. გ-ს მის მიერ გადახდილი 300 ლარი უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხეილმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. გ-ის წარმომადგენლის ე. ბ-ის განცხადება დარჩეს განუხილველი.

განმცხადებელს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.