Facebook Twitter

#448აგ-15 27 აპრილი, 2016 წელი

მ-ი რ., 448აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ს განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. რ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენით რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელებისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 15 სექტემბრიდან.

2015 წლის 1 სექტემბერს მსჯავრდებულმა რ. მ-მა, ხოლო 2015 წლის 8 სექტემბერს – მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა ი. რ-მ შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რ. მ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით განაჩენით მსჯავრდებულ რ. მ-სა და მისი ადვოკატის შუამდგომლობები დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2016 წლის 22 აპრილს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული რ. მ-ი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. რ-ს საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ რ. მ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი და ადვოკატ ი. რ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. მ-სა და ადვოკატ ი. რ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე