Facebook Twitter

საქმე №504აგ-15 23 მაისი, 2016 წელი

ქ-ი ი. 504აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ი. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ი. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას სასჯელის ზომად დაენიშნა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ი. ქ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 ოქტომბრიდან.

მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ქ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ¼–ით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის პირობითად დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით პირობით.

ასევე ¼–ით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ი. ქ-ს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილისა და 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 ოქტომბრიდან. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 21 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. ქ-მა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, რის საფუძვლადაც მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის 2013 წლის 17 აპრილის ცვლილებაზე და ითხოვა მის მიმართ დადგენილი განაჩენის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებასა და იმავე სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ი. ქ-ის მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილს – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის - 9 თვით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ი. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენით სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 ოქტომბრიდან. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება და იმავე სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ი. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით, იმავე სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 4 თვე, 8 დღე და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით, 10 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 2 დეკემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ი. ქ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ი. ქ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2015 წლის 2 ნოემბერს მსჯავრდებულმა ი. ქ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ქ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული ი. ქ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ვინაიდან მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მას მსჯავრი არ დასდებია ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლის მე–2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2–ის 92–ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. ქ-ს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (127.50 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“) უკანონო შეძენა, შენახვაში (ასევე - საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილითა და 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ შეესაბამება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ი. ქ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ი. ქ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი