ას-390-741-07 24 ივლისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ.. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მომსენით
კასატორი _ შპს ,, .. ..”( მოსარჩელე,)
წარმომადგენლები—გ. მ-ი, გ. ს-ე, კ. ნ-ი.
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,ვ..ი” დირექტორი ზ. ფ-ი. (მოპასუხე)
წარმომადგენლები—ბ. ხ-ი, რ. მ-ი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პარტნიორობიდან გარიცხვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
შპს ,, .. ..” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
დაკმაყოფილდეს შპს ,, .. ..” სარჩელი შპს ,, .. ..” და შპს ,,ვ...ს” შორის 2005 წლის 28 აპრილს დადებული სასესხო ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,.. ..” და შპს ,,ვ...ს” შორის 2005 წლის 28 აპრილს დადებული სასესხო ხელშეკრულება;
დაკმაყოფილდეს შპს ,, .. ..” სარჩელი სესხის ხელშეკრულებით გადაცემული თანხის დაბრუნების თაობაზე და შპს ,,ვ...ს” დაეკისროს 4 239 284 აშშ დოლარის გადახდა შპს ,, .. ..” სასარგებლოდ;
დაკმაყოფილდეს შპს ,, .. ..” სარჩელი შპს ,, .. ..” პარტნიორის გარიცხვის თაობაზე და შპს ,, .. ..”პარტნიორობიდან გაირიცხოს შპს ,,ვ...ი”
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება