Facebook Twitter

ას-390-784-06 14 მარტი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

Mმაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ ბ. ს-ის სარჩელის გამო ,, .. .. ..” მიმართ, აქციათა რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ი. დ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 თებერვლის განჩინებით კასატორს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ წარმომადგენლის უფლებამოსილების, ადვოკატის ტესტირების გავლის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოსადგენად.

აღნიშნული განჩინება, როგორც იოსებ დვალიშვილს ისე ს/ს “ .. .. ..” გაეგზავნათ კანონით დადგენილ ვადაში და როგორც შპს “საქართველოს ფოსტის” ექსპლოატაციის დირექტორ მ. ფ-ის მომართვიდან ირკვევა ს/ს “ .. .. ..” ჩაბარდა 2007 წლის 6 თებერვალს, ხოლო ი. დ-ს პირადად მიმდინარე წლის 9 თებერვალს (ს.ფ. 123). შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.