Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №105აპ-16 18 მაისი, 2016 წ.

ლ-ა მ., 105აპ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - გიორგი შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე

პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ლ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განაჩენით:

მ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

ი. ო-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მ. ლ-ს მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ი. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ი. ო-ს მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 18 იანვრიდან.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტებით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა: სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ" 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ" 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 12 ივნისიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ.ლ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ლ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე