საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-405-651-08 .. ივლისი, 2008 წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისხდომის მდივანი _ ე.ხაჩიძე
კასატორი _ საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველო (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ პ.გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ.გ-ძე, ა.და ი. ბ-ძეები
(მოპასუხეები)
წარმომადგენელი _ ი.ლ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ბინის ორდერის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹. რეგიონალურმა სამსახურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.გ-ძის, ა.და ი. ბ-ძეების მიმართ .... წ. .. თებერვალს გაცემული ¹0..842 ორდერის გაუქმებისა და მოპასუხეთა ქ.ქობულეთში, კ.ის ქ.¹..0-ში მდებარე ¹48 ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ¹20.. სამხედრო ნაწილისაგან მოსარჩელეს სამართალმემკვიდრეობით გადაეცა მითითებულ სამხედრო ნაწილზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების ბინები, მათ შორის, სადავო ბინაც. ....წ. .. თებერვალს აღნიშნულ ბინაზე გაიცა ორდერი თ. ბ-იძის სახელზე. ..97 წლიდან თ.ბ-იძე სასაზღვრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა, ხოლო .... წ. იგი გარდაიცვალა. თ.ბ-იძეს შსს საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან უკვე მიღებული ჰქონდა ქ.ბ-ში, ხ.ის ქ.¹94-ში მდებარე ¹.. ბინა, რომელსაც ..94 წლის 8 ივნისს გაუკეთა პრივატიზება თავის სახელზე. ამჟამად სადავო ბინას ფლობენ მოპასუხეები.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: სადავო ორდერი გაიცა კანონის მოთხოვნათა დაცვით, თ.ბ-იძის სასაზღვრო ჯარებში მუშაობის სტაჟისა და დამსახურების გათვალისწინებით. სამხედრო ნაწილის მიერ გაცემული ¹... ცნობით ირკვევა, რომ სამხედრო ნაწილი თ.ბ-იძის მიერ სადავო ბინის პრივატიზების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ბინის პრივატიზაცია ამ უკანასკნელმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო. ამდენად, მოპასუხეები სადავო ფართს ფლობენ კანონიერი საფუძვლით და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება თ.ბ-ძის მიერ მიღებულ და პრივატიზებულ ქ.ბ-ში, ხ.ის ქ.¹94-46-ში მდებარე ბინას, იგი მოპასუხეებს გადაეცათ .... წელს ბ-ის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომისაგან, როგორც რიგით მოქალაქეებს.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ქობულეთის დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ....წ. .. თებერვლის ¹...... ორდერი გაუქმდა, მოპასუხეები სადავო ბინიდან გამოსახლდნენ და უძრავი ნივთი გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქართველოს შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 რეგიონალური სამსახურის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.ქობულეთში, კ.ის ქ.¹..-ში მდებარე ¹.. ბინა, ....წ. .. თებერვლის ორდერის საფუძველზე, გადაეცა თ. ბ-იძეს. ორდერი გაიცა ქობულეთის საკრებულოს ..94 წლის 2 ნოემბრის ¹50 გადაწყვეტილების შესაბამისად. პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხეები იმთავითვე ფლობდნენ და ამჟამადაც ფლობენ სადავო ბინას. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სადავო უძრავ ნივთზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებლად მიიჩნევს მის მიერვე გაცემულ საქმის მასალებში წარმოდგენილ ცნობას, რომ სადავო ბინა ირიცხება ¹1 რეგიონალური სამმართველოს საბინაო ფონდში. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას დაადასტურა, სადავო ბინა არც ტექბიუროს და არც საჯარო რეესტრის მონაცემებით მოსარჩელის სახელზე არ ირიცხება და რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ნაწილის სახელზე. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელე არ არის სადავო ნივთის არც მესაკუთრე და არც მართლზომიერი მფლობელი. სასამართლომ არ გაიზიარა საზღვრის დაცვის რეგიონალური სამსახურის მოსაზრება, რომ სადავო ბინა მას საკუთრებაში გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის ..98 წლის .. ივნისის ¹390 ბრძანებულებით, ვინაიდან მხარემ სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, რომ, აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, სადავო ობიექტი სწორედ მოსარჩელე ორგანიზაციას გადაეცა და არა სხვა ფიზიკურ და თუნდაც იურიდიულ პირს. მითითებული გარემოების დადასტურება საჭირო იყო იმის გამო, რომ, ბრძანებულების თანახმად, სადავო ობიექტის მიღების უფლებამოსილება გააჩნდათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, რომლებიც წარადგენდნენ სამთავრობო დაწესებულებათა მიერ ვიზირებულ, დადგენილი წესით შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტს პრეზიდენტთან, რის შემდეგაც პრეზიდენტი გადაწყვეტდა, თუ ვის მიანიჭებდა სადავო ობიექტის მიღების უფლებამოსილებას. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..2-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს სადავო ბინაზე თავისი უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რის გამოც მოცემული სარჩელი აღიძრა არაუფლებამოსილი პირის მიერ და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ მოპასუხეები მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის ..0-..2-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებად და აღნიშნა, რომ ვინდიკაციური სარჩელის ერთ-ერთი პირობაა ნივთის მფლობელის არამართლზომიერება. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეები სადავო ბინას ფლობენ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული კანონიერი საფუძვლით _ ორდერით და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ..2-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს საბინაო კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი ორდერის ბათილობის საფუძვლის არსებობა სათანადო მტკიცებულებით არ დაუდასტურებია, რისი მტკიცების ტვირთიც მოსარჩელეს ეკისრებოდა. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის არგუმენტი, რომ თ.ბ-იძეს, სადავო ბინის გარდა, გადაცემული ჰქონდა სხვა სამსახურებრივი დანიშნულების ბინაც და აღნიშნულით დაირღვა საცხოვრებელი სადგომის მიცემის წესი, რაც ორდერის ბათილად ცნობის საფუძველია. საბინაო კოდექსის 1..-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბინის მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვის საფუძველი არ არსებობს, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ბინის სანაცვლოდ, მოპასუხეებს სხვა ბინა გამოეყოთ. პალატის მითითებით, ორდერის საფუძველზე საცხოვრებელ სადგომში შესახლებული პირი და მისი ოჯახის წევრები ბინის დამქირავებლად ითვლებოდნენ, ამდენად, მოპასუხეები არიან სადავო ნივთის დამქირავებლები ანუ მართლზომიერი მფლობელები. ამასთან, ამავე საბინაო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის არანაირ კანონიერ საფუძველზე მოსარჩელეს არ მიუთითებია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა უფლებები დაცული იქნებოდა მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ..8-ე მუხლის გამოყენების შემთხვევაშიც, ვინაიდან მოსარჩელის პრეტენზია დაუსაბუთებელია უპირველესად მისი არაუფლებამოსილების გამო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹1-მა სამმართველომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო ორდერის გაცემას საფუძვლად დაედო ქობულეთის საკრებულოს ..94 წლის 2 ნოემბრის ¹50 გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ორდერი გასცა ქ.ქობულეთის აღმსაკომმა სასაზღვრო სამსახურის საბინაო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვინაიდან ბინა თავიდანვე სამხედრო ნაწილის საკუთრება იყო და სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელ ფონდს განეკუთვნებოდა. სასამართლომ არასწორად გამოიყენა საბინაო კოდექსის 1..-ე და 98-ე მუხლები, ვინაიდან მოპასუხეები არ არიან ბინის დამქირავებლები და მართლზომიერი მფლობელები. მოცემულ საქმეზე დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სადავო ბინა სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელია და გამოყენებულ უნდა იქნეს სასაზღვრო უწყების იმ თანამშრომელთა მიერ, რომელთაც საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ. აღნიშნული ტიპის ბინებით სარგებლობის წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ..93 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილება, რომელიც მუშაკისათვის სამსახურებრივი დანიშნულების ბინის გამოყოფას ითვალისწინებს მაშინ, როდესაც მუშაკს სამხედრო ნაწილის მუდმივად დისლოკაციის ადგილას საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა წარადგინა და მოწინააღმდეგე მხარეც დაეთანხმა უტყუარ მტკიცებულებას, რომ თ. ბ-ძეს ....წ.ათვის უკვე გააჩნდა საკუთრებაში ქ.ბ-ში, ხ.ის ქ.¹94-ში მდებარე ¹.. ბინა, ამდენად, მისი სამსახურებრივი დანიშნულების ბინით დაკმაყოფილების საფუძველი აღარ არსებობს. ამასთან, სასამართლომ არ შეაფასა ქ.ბ-ის აღმასკომის ..88 წლის .. აპრილის ¹389 გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული ბინა თ.ბ-ძემ სასაზღვრო უწყებიდან მიიღო. სააპელაციო სასამართლომ კასატორი არასათანადო მოსარჩელედ არასწორად ჩათვალა, ვინაიდან არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რომ საქართველოს სასაზღვრო უწყება რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სამართალმემკვიდრეა და, შესაბამისად, მათ სახელზე რიცხული ქონება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის ..0-ე და ..2-ე მუხლები. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ..93 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების ..-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებს არ გააჩნიათ სადავო ბინის პრივატიზების უფლება, ვინაიდან მათ უკვე აქვთ სამხედრო ნაწილიდან მიღებული საცხოვრებელი ფართი პრივატიზებული. ასევე აღსანიშნავია, რომ ქ.ის სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილა სამოქალაქო საქმეთა პალატამ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია ასევე ის გარემოებაც, რომ საქმის განხილვისას არ ყოფილა მოწვეული ქ.ქობულეთის გამგეობა, რომელიც საქმეში მოპასუხედ იყო ჩაბმული და მის განმარტება მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის დასადგენად, თუ ვის სახელზე ირიცხებოდა სადავო ბინა და რა წესით ხდებოდა ორდერების გაცემა აღნიშნული კატეგორიის სახლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწვალისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის მუშაკის _ თ. ბ-ძის სახელზე ....წ. .. თებერვალს გაცემული ¹0..842 ორდერის გაუქმება და ქ.ქობულეთში, კ.ის ქ.¹..0-ში მდებარე ¹48 ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, რის საფუძვლადაც მხარე მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო ბინა არის უწყებრივი, ..97 წლიდან თ.ბ-ძე სასაზღვრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა, ხოლო ..98 წელს გარდაიცვალა. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ..93 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების ..-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებს სადავო ბინის ფლობის საფუძველი და მისი პრივატიზების უფლება არ გააჩნიათ, ვინაიდან თ.ბ-იძემ შსს საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან უკვე მიიღო ქ.ბ-ში, ხ.ის ქ.¹94-ში მდებარე ¹.. ბინა, რომელიც ..94 წლის 8 ივნისს პრივატიზებულ იქნა მის სახელზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მიხედვით, ამ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახილველ საქმეთა რიგს არ მიეკუთვნება და იგი განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიებს და ადგენს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს, ანუ, რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და ..-ე მუხლებით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს და განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართლის დანაწესთა შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ნორმებზე დაყრდნობით.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 5 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქ.ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.