Facebook Twitter

ას-409-759-07 23 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. ს-ე (მოპასუხე ძირითად სარჩელში, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი – გ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. წ-ე (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი სარჩელში – ბინიდან გამოსახლება

შეგებებულ სარჩელში – ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, საჯარო რეესტრის ამონაწერის ბათილად ცნობა და საცხოვრებელ ბინაზე მესაკუთრედ ცნობა

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. წ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. ს-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება მასთან მყოფ პირებთან ერთად ქ. თბილისში, ...ქ. ¹20-ში მდებარე ¹9 ბინიდან. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2003 წლის 13 დეკემბერს მ. წ-სა და ლ. ს-ს შორის გაფორმდა საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. ბინა აღირიცხა საჯარო რეეტრში მ. წ-ის სახელზე. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას და არ ათავისუფლებს საცხოვრებელ ბინას.

2004 წლის 22 ოქტომბერს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ს-მ და მოითხოვა, რომ გაუქმდეს 2003 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ იქნას ცნობილი 2004 წლის 20 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. დაუბრუნდეს ლ. ს-ის საკუთრებაში ქ. თბილისში, ... ქ. ¹20-ში, მე-5 სართულზე, მდებარე ¹9 ბინა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 იანვარს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. წ-ის სარჩელი ლ. ს-ის თანმყოფ პირებთან ერთად გამოსახლების შესახებ. ლ. ს-ის შეგებებული სარჩელი მ. წ-ის მიმართ 2003 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულების გაუქმების, საჯარო რეესტრის ამონაწერის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ლ. ს-მ. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის განჩინებით ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ლ. ს-ის საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 ივლისის განჩინებით 2005 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის განხილვა განახლდა.

2005 წლის 28 ივლისს ლ. ს-ის წარმომადგენელმა გ. კ-მა სასამართლოს მიმართა დაზუსტებული შეგეგებული სარჩელით და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი მ. წ-სა და ლ. ს-ს შორის 2003 წლის 12 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე მოითხოვა, რომ სადავო ბინაზე მ. წ-ის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმება და ბათილად ცნობა, სადავო ბინის ლ. ს-სთვის საკუთრებაში დაბრუნება;.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 ივლისის განჩინებით უარი ეთქვა ლ. ს-ის წარმომადგენელ გ. კ-ს დაზუსტებული შეგებებული სარჩელის მიღებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით მ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლ. ს-ე მასთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლდა ქ. თბილისში, ... ¹20-ში, მე-5 სართულზე, მდებარე ბინა ¹9-დან. ლ. ს-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის საპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ლ. ს-ე გამოსახლდა ქ. თბილისში, ... ¹20-ში მე-5 სართულზე, ბინა ¹9-დან; უარი ეთქვა მ. წ-ს სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე; უარი ეთქვა ლ. ს-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ს-ის წარმომადგენელმა გ. კ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 31Mმაისის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და, შესაბამისად ამ, თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ლ. ს-ის წარმომადგენელმა გ. კ-მა, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ლ. ს-ის წარმომადგენლის - გ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინებით ლ. ს-ის წარმომადგენელ გ. კ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 539-540).

მოცემული განჩინების ასლი ლ. ს-ის წარმომადგენელ გ. კ-ს მდივანს - მ.ყ-ს პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 13 ივნისს (ს.ფ. 548); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 25 ივნისის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის წარმომადგენელ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ს-ის წარმომადგენლის - გ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.