Facebook Twitter

ას-427-777-07 22 ივნისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. მ-ის, მ. მ-ს და მათი წარმომადგენლის რ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ სს “-- -- --” სარჩელის გამო მოპასუხე რ. მ-ის და მ. მ-ს მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ რ. მ-ის, მ. მ-ს და მათი წარმომადგენლის რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინებით კასატორებს და მათ წარმომადგენელს რ. ფ-ს მიეცათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღიანი ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის, ადვოკატის ტესტირების გავლის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტების, მინდობილობისა და სახელმწიფო ბაჟის 1000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორებს და მათ წარმომადგენელს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდათ 2007 წლის 8 ივნისს (ს.ფ. 233), ხოლო წარმომადგენელს ამავე წლის 11 ივნისს (ს.ფ. 234). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა რ. მ-ის და მ. მ-სთვის ამოიწურა მიმდინარე წლის 13 ივნისს, ხოლო მათი წარმომადგენლისთვის 18 ივნისს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ვადაში კასატორებისა და მათი წარმომადგენლის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. მ-ის, მ. მ-ს და მათი წარმომადგენლის რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.