Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №31აპ-16 ქ. თბილისი

ვ-ე გ. 31აპ-16 7 ივნისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ვ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენით გ. ვ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ვ-ეს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 წელი და საბოლოოდ გ. ვ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების გამო დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად, კერძოდ:

გ. ვ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ვ-ეს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 წელი და საბოლოოდ გ. ვ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 10 სექტემბრიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

მსჯავრდებულ გ. ვ-ს შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (5 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ვ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი