Facebook Twitter

ას-432-782-07 20 სექტემბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ გ. ჩ-ის სარჩელის გამო მოპასუხე “... კომპანიის” მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 1422 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2007 წლის 20 ივნისს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება 10 დღით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა 5 დღით, კერძოდ, დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის 1422 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

2007 წლის 26 ივნისს გ. ჩ-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზემოთ აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2007 წლის 26 ივნისს (ს.ფ.358). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 2 ივლისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა მთლიანად შევსებული.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

გ. ჩ-ს თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773078, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 500 ლარის ოდენობით;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.