Facebook Twitter

¹ას-434-748-09 8 ივნისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა დ. ნ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 15 მაისის განჩინებით დ. ნ-ძეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმებისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი დ. ნ-ძეს ჩაბარდა 2009 წლის 23 მაისს, შესაბამისად, განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2009 წლის 30 მაისს. კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც საკასაციო საჩივრი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმებისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში განუხილველად უნდა იქნას დატოვებული. რაც შეეხება საკასაციო საჩივარს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, იგი წარმოებაში მიღებას ექვემდებარება, რამდენადაც აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინებაზე სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმებისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. წარმოებაში იქნეს მიღებული დ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინებაზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება