Facebook Twitter

№532აგ-15 13 ივნისი, 2016 წელი

ს-ი ბ. 532აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე, (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ბ. ს-ის, ც. ს-ის, ნ. ბ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 იანვრის განაჩენით ბ. ს-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით, სსკ-ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებები და ამ ნაწილში იგი გამართლდა.

ბ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „გ“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 19,109–ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 151–ე მუხლით - ტუსაღობა 3 თვით; სსკ–ის 344–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილების შესაბამისად, შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ბ. ს-ს მოსახდელად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა საპყრობილეში, ხოლო დანარჩენი - მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ც. ს-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებები და ამ ნაწილში იგი გამართლდა.

ც. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 19,109–ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 151–ე მუხლით - გამასწორებელი სამუშაოები 1 წლით და გამომუშავებული თანხიდან 20%–ის სახელმწიფო შემოსავალში ჩარიცხვით; სსკ–ის 344–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკევთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილების შესაბამისად, შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ც. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ნ. ბ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებები და ამ ნაწილში იგი გამართლდა.

ნ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 19,109–ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 151–ე მუხლით - ტუსაღობა 3 თვით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილების შესაბამისად, შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ნ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა საპრობილეში, ხოლო დანარჩენი - მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულების - ბ. ს-ის, ც. ს-ისა და ნ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

სახელმწიფო ბრალმდებლების - მ. მოსულიშვილისა და ი. იმერლიშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ბ. ს-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით, სსკ-ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებები და ამ ნაწილში იგი გამართლდა.

ბ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „გ“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 19,109–ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 151–ე მუხლით - ტუსაღობა 3 თვით; სსკ–ის 344–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2003 წლის თებერვლის მდგომარეობით) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილების შესაბამისად, შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ბ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2003 წლის 28 თებერვლიდან. ამასთან, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2002 წლის 14 ნოემბრიდან 2003 წლის 12 თებერვლამდე პერიოდი - აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში ყოფნის დრო.

ც. ს-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით, სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებები და ამ ნაწილში იგი გამართლდა.

ც. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 19,109–ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 151–ე მუხლით - ტუსაღობა 3 თვით; სსკ–ის 344–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2003 წლის თებერვლის მდგომარეობით) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილების შესაბამისად, შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ც. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2003 წლის 7 მარტიდან.

ნ. ბ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებები და ამ ნაწილში იგი გამართლდა.

ნ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 19,109–ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ–ის 151–ე მუხლით - ტუსაღობა 3 თვით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილების შესაბამისად, შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ნ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა საპყრობილეში, ხოლო დანარჩენი - მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2002 წლის 14 ნოემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებული ც. ს-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 344–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მარტის განჩინება მის მიმართ დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ც. ს-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 344–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენი სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის განაჩენით ც. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენით ც. ს-ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 წლით, 11 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ც. ს-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით, 5 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 26 მარტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ც. ს-ი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით, 151–ე მუხლითა და 344–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელებისგან.

ც. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ც. ს-ს ერთი მესამედით შეუმცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა (წილობრივად) 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე გაუნახევრდა საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა (წილობრივად) 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის განაჩენით სსკ–ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ც. ს-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა. ც. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 26 მარტიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 14 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ბ. ს-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის კანონის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ც. ს-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლისა და 2010 წლის 24 მაისის განაჩენებსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაში ც. ს-ის მიმართ შევიდა ცვლილება.

ც. ს-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრა - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 19,109–ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ც. ს-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 მაისის განაჩენით სასჯელად განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ც. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 26 მარტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. ბ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი ნ. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

2013 წლის 13 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულების - ბ. ს-ის, ც. ს-ისა და ნ. ბ-ის ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა. მან შუამდგომლობას დაურთო ექსპერტიზის დასკვნა №….., სატრანსპორტო - ტექნიკური ექსპერტიზის №….. დასკვნა და ბიოლოგიური ექსპერტიზის №….. დასკვნა. შუამდგომლობის ავტორმა განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად ასევე მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულების - ბ. ს-ის, ც. ს-ისა და ნ. ბ-ის ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულებმა - ბ. ს-მა, ც. ს-მა, ნ. ბ-მა და მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჩ-ემ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითება, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მათ მითითებული ჰქონდათ შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ხოლო სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორი მხარის მოსაზრებას, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მათ მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების (ექსპერტიზის №….. დასკვნა, სატრანსპორტო - ტექნიკური ექსპერტიზის №….. დასკვნა და ბიოლოგიური ექსპერტიზის №….. დასკვნა) საფუძვლით განაჩენის გადასინჯვაზე.

საქმის მასალების მიხედვით, კასატორებმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის განაჩენის გადასინჯვა, 2008 და 2014–2015 წლებში ჩატარებული კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანხამად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა შეიძლება მოხდეს, თუ წარდგენილი იქნება ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოსთვის არ იყო ცნობილი, მაგრამ არსებობდა, რომლის წარმოდგენა სასამართლოში საქმის განხილვისას ობიექტურად შეუძლებელი იყო და რაც საქმის სამართალწარმოების დროს შეფასდებოდა. მოცემულ შემთხვევაში კასატორი მხარის მიერ მითითებული მასალა მოპოვებულია განაჩენის გამოტანის შემდეგ, რომლის სამართლებრივი შეფასება ახლად გამოვლენილი გარემოებით განაჩენის გადასინჯვის შემთხვევაში არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნებს.

ამასთან, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას, რომ მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის საფუძველს ასევე წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის ვადებთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ფორმატში იმსჯელოს კასატორების მიერ მითითებული საფუძვლით განაჩენის გადასინჯვის შემთხვევაში იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - წინასწარი პატიმრობის ვადების კანონიერებასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორების მიერ საჩივარში მითითებული სხვა გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების - ბ. ს-ის, ც. ს-ისა და ნ. ბ-ის ადვოკატის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების - ბ. ს-ის, ც. ს-ის, ნ. ბ-ისა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულების - ბ. ს-ის, ც. ს-ისა და ნ. ბ-ის ადვოკატის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი