Facebook Twitter

#316აპ-16 13 ივნისი, 2016 წელი

ბ-ე ა, 316აპ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ა. ბ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; სსკ-ის 128-ე მუხლით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა. ბ-ეს სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მას სასჯელის მოხდა აეთვალა 2014 წლის 20 დეკემბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ბ-ემ.

4. 2016 წლის 10 ივნისს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული ა. ბ-ე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ა. ბ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე