Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-446-688-08 .. ივლისი, 2008 წელი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ.ჩ-შვილის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

20..წ. .. იანვარს გ.ჩ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ.მ-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის ბინიდან გამოსახლება, ბინის ქირის დაკისრება და იმ ზიანის ანაზღაურება, რომელსაც მიიღებდა მიწისძვრის დროს კუთვნილ ბინაში რომ ეცხოვრა.

ნ.მ-შვილმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მის მიერ დაკავებული ფართის მესაკუთრედ ცნობა.

თ.ის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ.მ-შვილი გამოსახლებულ იქნა ქ.თ.ში ნ.ქ. ¹.-ში მდებარე მის მიერ დაკავებული ფართიდან. გ.ჩ-შვილის სარჩელი ბინის ქირის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ნ.მ-შვილის შეგებებული სარჩელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.მ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თ.ის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 20..წ. .. ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე სასამართლოს 20..წ. 6 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა საქართველოს კანონში “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე.

სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. აგვისტოს განჩინებით ნ.მ-შვილის სააპელაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თ.ის სამსახურის წერილი, რომლის თანახმად, სადავო ფართი საკუთრების უფლებით აღრიცხულია რ.ჩ-შვილის სახელზე, შესაბამისად, ამავე სასამართლოს 20..წ. .. იანვრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოსარჩელე _ გ.ჩ-შვილი, შეიცვალა სათანადო მოსარჩელით _ რ.ჩ-შვილით.

თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თ.ის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ჩ-შვილის სარჩელი ნ.მ-შვილის ქ.თ.ში ნ-იძის (ყოფილი ნ-იძის) ქ. ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნახევარსარდაფის სართულზე მის მიერ დაკავებული 41,67კვ.მ ფართის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ამ ბინიდან გამოსახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ნ.მ-შვილის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა ქ.თ.ში ნ-იძის (ყოფილი ნ-იძის) ქ. ¹7-ში მდებარე რ.ჩ-შვილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის (6/8 ნაწილი) ნახევარსარდაფის სართულზე მის მიერ დაკავებული 41,67კვ.მ ფართის მესაკუთრედ, მოსარგებლის _ ნ.მ-შვილის მიერ მესაკუთრის _ რ.ჩ-შვილისათვის, დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების _ ..000 აშშ დოლარის ..%-ის _ 5750 დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით რ.ჩხარტიშვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საკასაციო სასამართლოს 20..წ. 9 ივნისის განჩინებით რ.ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

20..წ. .. ივლისს რ.ჩ-შვილმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი თქვა საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნება.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განცხადებას და მიაჩნია, რომ საქმის საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია, სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შემდეგაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახლმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

განსახილველ საქმეზე რ.ჩ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე და მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ.ჩ-შვილის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, ამ საქმეზე უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოება და კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. რ.ჩხარტიშვილს განემარტოს, რომ მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..4-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ.ჩ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდეს;

შეწყდეს ამ საქმეზე საკასაციო წარმოება;

კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ ..0 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:..0..1..2) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773..0 სახაზინო კოდით ძველი თ.ის არასაგადასახადო შემოსულობების ¹2001..900 ანგარიშ იდან;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.