საქმე №13აგ-16 20 ივნისი, 2016 წელი
დ-ე ს, 13აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. დ-ისა და ადვოკატ ზ. მ-ის განცხადებები, რომლებითაც ისინი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით ს. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით, 5 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, 5 თვისა და 11 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 125-ე მუხლით – 2000 ლარი ჯარიმა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ს. დ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 5 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, 5 თვისა და 11 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2013 წლის 11 იანვრიდან იმავე წლის 21 ივნისის ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ს.დ-ეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ს. დ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 19 სექტემბრიდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 აგვისტოს განაჩენით ს. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 5 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 10 აპრილიდან.
4. 2015 წლის 17 ნოემბერს მსჯავრდებულმა ს. დ-ემ და ადვოკატმა ზ. მ-ემ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. მსჯავრდებული ს. დ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. მ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის განკარგულების გამოტანის მომენტისათვის ს. დ-ის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა ახალ სისხლის სამართლის საქმეზე, მაგრამ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის, ანუ 2013 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე ს. დ-ე იყო ნასამართლობის არმქონე პირი, რადგან იგი 2013 წლის 2 ოქტომბერს შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა და მის მიმართ არ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა 2013 წლის 12 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის; აღნიშნულის შესახებ არაფერი იყო ცნობილი მოსამართლისათვის და ცნობილი გახდა მხოლოდ 2015 წლის 12 ივნისს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ს. დ-ე და ადვოკატი ზ. მ-ე ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის განხილვას, მის მიმართ დადგენილი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვასა და კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანას.
8. 2016 წლის 18 მაისს და ამავე წლის 15 ივნისს წარმოდგენილი განცხადებებით ადვოკატი ზ. მ-ე და მსჯავრდებული ს. დ-ე შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ს. დ-ისა და მისი ადვოკატის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მათი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. დ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე არ იქნეს განხილული, კასატორების მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე