საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-455-697-08 9 ივლისი, 2008 წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
Mმ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს ,,მ.”
წარმომადგენელი _ მ.ა-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ არარეგისტირებული კავშირის ,, .. ..” _ თავმჯდომარე ვ.დ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება-- ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა არარეგისტრირებული კავშირი „ .. ..-ის“ თავმჯდომარემ ვ.დ-ძემ, მოპასუხე შპს „მ.“-ის მიმართ და მოითხოვა ვალდებულების სრულად შესრულება, 20..წ. .. თებერვლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხიდან, გადაუხდელი 6..0 ლარის ანაზღაურება; ამ თანხის გადახდის დაყოვნებისათვის, 20..წ. .. დეკემბრიდან პირგასამტეხლოს სახით 5200 ლარის გადახდა, ასევე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 345 ლარისა და წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გადახდილი 700 ლარის ანაზღაურება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
შპს „მ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 1..00 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 345 ლარის გადახდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ-ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქ.ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
ქ.ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. თებერვლის განჩინებით, შპს „მ-ის” წარმომადგენლის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა და განახლდა საქმის განხილვა.
ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს ,,მ-ის” წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 20..წ. .. მარტის, სასამართლოს სხდომის თაობაზე შპს „მ-ის” წარმომადგენელი გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით.
სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და შპს „მ-ის“ წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ.ა-აძემ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეატყობინა სასამართლოს გამოუცხადებლობის თაობაზე და მიზეზად დაასახელა, რომ „დაავიწყდა სხდომის დაწყების ზუსტი დრო“.
პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული დავის განხილვისას აპელანტის მიერ დაგვიანებით გამოცხადებას ერთხელ უკვე ჰქონდა ადგილი, რაც გახდა საფუძველი 20..წ. .. იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა, აპელანტის მიერ ადგილი აქვს სასამართლოს მიმართ უპასუხისმგებლობისა და უპატივცემულობის გამოხატვას და გამოუცხადებლობის მიზეზი ,,სხდომის დაწყების ზუსტი დროის დავიწყება” არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო საპატიოდ.A
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,მ-ის” წარმომადგენელმა მ.ა-ძემ.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დარღვევას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სხდომის თარიღის და დროის შესახებ ხელწერილით გაფრთხილებული იქნა მხოლოდ ის, და არა შპს ,,მ-ის” დირექტორი ხ. ქ-ძე, რომელიც წარმოადგენდა მხარეს და ხელი ჰქონდა მოწერილი დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარზე.
გარდა ამისა კასატორი განმარტავს, რომ მისთვის ხელწერილით სხდომის დროის შეტყობინება, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია უწყებად, ხელწერილი არ წარმოადგენს უწყებას, ვინაიდან ის არ პასუხობს საპროცესო კანონმდებლობით უწყებისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო ის უწყებით უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული. კასატორის წარმომადგენლი მ.ა-ძე განმარტავს, რომ მას გააჩნდა ვარაუდი რომ, სხდომის თარიღის და დროის შესახებ გაფრთხილებული იქნებოდა მისი მარწმუნებელიც, თუმცა სასამართლოს აღნიშნული ქმედება არ განუხორციელებია და ხ. ქ-სათვის არ უცნობებია სხდომის დღის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ შპს ,,მ-ის“ წარმომადგენლის მ.ა-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შპს ,,მ-ის” სააპელაციო საჩივრის განხილვა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დანიშნული იყო 20..წ. .. მარტს.
ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,მ-ის” წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მისი გამოუცხადებლობის გამო.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აპელანტი შპს ,,მ-ის” წარმომადგენელი სხდომის Dდღის თაობაზე გაფრთხილებული იყო ხელწერილით. (ს.ფ. ..8)
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით რომ, რადგან ის სხდომის დღის თაობაზე გაფრთხილებული იქნა პირადად ხელწერილით და არა უწყებით, შესაბამისად ადგილი Hჰქონდა კანონის დარღვევას სასამართლოს მხრიდან.
პალატა განმარტავს, რომ მართლია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ ვის და რა ფორმით უნდა ეცნობოს სასამართლო სხდომის ან სხვა საპროცესო მოქმედების შესრულების დრო, მაგრამ ამავე კოდექსის ..6-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს მხარის ხელწერილით გაფრთხილების შესაძლებლობას საქმის განხილვის გადადებისას რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. შესაბამისად მ.ა-ძის მხრიდან აპელირება იმ გარემოებაზე რომ ის გაფრთხილებული უნდა ყოფილიყო სხდომის დღის და დროის თაობაზე უწყებით და არა ხელწერილით, არ წარმოადგენს მისი სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამამართლებელ და საპატიო საფუძველს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 20..წ. .. დეკემბერს შესული ცვლილებების შესაბამისად, ზემოხსენებული კოდექსის 70-ე მუხლის ფორმულირება შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით:
მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელი მანამდე მოქმედი კოდექსის რედაქციისაგან განსხვავებით, სასამართლოს არ ავალდებულებს სხდომისა თუ სხვა საპროცესო მოქმედების შესახებ როგორც მხარისათვის ისე წარმომადგენლისათვის შეტყობინების აუცილებლობას. ხოლო საპროცესო კოდექსით დადგენილი დანაწესის შესაბამისად ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების დროს გამოიყენება ის კანონი, რომელიც მოქმედებს ამ საპროცესო მოქმედების შესრულებისას.
შესაბამისად ვინაიდან მოცემული სამოქალაქო დავის სასამართლოში განხილვისას 70-ე მუხლმა განიცადა ზემოხსენებული სახეცვლილება, აღიშნულის გამო საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო შპს ,,მ-ის” დირექტორისათვის ხუსეინ ქამადაძესთვის, როგორც მხარისათვის, 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ეცნობებინა სხდომის დღე და დრო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ საქმეზე შპს ,,მ-ის” საპროცესო წარმომადგენელს მ.ა-ძეს ეცნობა სხდომის დრო და აღარ არსებობდა, მხარის გაფრთხილების ვალდებულება.
ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შპს ,,მ-ის” წარმომადგენლის მ.ა-ძის განმარტებას, რომლითაც ის სადავოდ ხდის არარეგისტრირებული კავშირი „ .. ..-ის“ თვამჯდომარის უფლებამოსილების საკითხს, ვინაიდან შპს ,,მ-ს” აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას, ამასთან შპს ,,მ-ს” ფულადი დავალიანების გადახდა დაეკისრა არარეგისტრირებული კავშირი „ .. ..-ის“ სასარგებლოდ და არა ფიზიკური პირის ვ.დ-ძის მიმართ. არაუფლებამოსილი წარმომადგენლის საკითხი კი სადავოდ არ გაუხდია წარმოდგენილ პირს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა ძალაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არ არსებობს ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4..-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს ,,მ-ის” წარმომადგენლის მ.ა-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.