საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-460-701-08 2 ივლისი, 2008 წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
Mმ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ.გ-ია, ბ. და ნ. წ-ია
მოწი.აღმდეგე მხარე _ ნ.ბ-ავა
გასაჩივრებული განჩინება-- თ.-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
20..წ. .. აპრილს ნ.ბ-ავამ სარჩელით მიმართა თ.-ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ბ. წ-იას, ბ. წ-იას და თ.გ-იას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
თ.-ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ.ბ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა. თანამოპასუხეები: ბ., ბ. და ტ.გ-ია გამოსახლებულ იქნენ ნ.ბ-ავას კუთვნილი უძრავი ქონებიდან (ბინიდან) მდებარე დ. ა. ქ. ¹..., მე-2 სართული (წილობრივი მონაცემებით 45) და დაევალათ სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გადაცემა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. წ-იამ, ბ. წ-იამ და თ.გ-იამ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
სააპელაციო პალატის 20..წ. 6 თებერვლის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები – ბ. წ-ია, ბ. წ-ია და თ.გ-ია, რომლებსაც სასამართლო სხდომის დღის თაობაზე ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
მოწი.აღმდეგე მხარემ – ნ.ბ-ავამ იშუამდგომლა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თ.-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ. წ-იას ბ. წ-იას და თ.გ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტების გამოუცხადებლობის გამო.
უცვლელი დარჩა თ.-ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილება.
დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს ბ. წ-იამ, ბ. წ-იამ და თ.გ-იამ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მათი გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო ავადმყოფობით.
თ.-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 7 აპრილის განჩინებით ძალაში დარჩა ამავე პალატის 20..წ. 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, სააპელაციო საჩივრის ავტორთა მიერ მითითებული ავადმყოფობა და ამის დასადასტურებლად წარმოდგენილი ცნობა არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ საპატიო საფუძვლებს.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. და ბ. წ-ებმა და თ.გ-იამ.
კასატორის აზრით ბ. და ბ. წ-ების ავადმყოფობის (მწვავე ვირუსული დაავადების) დამადასტურებელ დოკუმენტს, ¹3 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის მიერ გაცემული ცნობას და თავად დაავადების ხასიათს და სიმძიმეს სასამართლომ მისცა არასწორი შეფასება. კაასატორები მიიჩნევენ, რომ გამოუცხადებლობის მიზეზის – ავადმყოფობის ხასიათის სწორი შეფასების შემთხვევაში, სასამართლო უნდა მისულიყო დასკვნამდე, რომ ბ. და ბ. წ-ებისთვის შეუძლებელი იყო სასამართლოში გამოცხადება, ამას კი შედეგად უნდა მოჰყოლოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
გარდა ამისა, კასატორთა განმარტებით სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოცემული საქმის შეჩერების საკითხზე. მაშინ როდესაც მათ ჯერ კიდევ 2005 წელს თ.-ს საქალაქო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი იმ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოწინააღმდეგე მხარის მეუღლემ შეიძინა საკუთრების უფლება სადავო ბინაზე. ვინაიდან დასახელებული საქმის განხილვა არ დასრულებულა და იგი ამჟამადაც იხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში, სახეზე იყო მოცემული დავის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ ბ. და ბ. წულაიების და თ.გ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თ.-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ. წ-იას, ბ. წ-იას და თ.გ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მათი გამოუცხადებლობის გამო.
ბ. წ-იამ და ბ. წ-იამ სასამართლო სხომაზე გამუცხადებლობის საპატიო საფუძვლად წარმოადგინეს ¹3 სამკურნალო-პროფილაკტიკურ ცენტრის ექიმის მიერ გაცემული ცნობა, (ს.ფ...1) რომლის შესაბამისად პროცესზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მწვავე ვირუსული დაავადებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..5-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება. ასეთს წარმოადგენს ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა ობიექტურ გარემოებები, რამაც შეიძლება დააბრკოლოს მხარის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
ამასთან ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდი.რე, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით და პირდაპირ მიუთითებდეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
კასატორთა მიერ სასამართლოსათვის მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სამედიცინო დანიშნულების ცნობას, საკასაციო პალატა ვერ განიხილავს მათი პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვი.იდან აღნიშნული ცნობით არ დასტურდება ბ. და ბ. წულაიების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობა. ამასთან ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად ცნობას ხელს არ აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა ასეთი საფუძვლის არსებობაზე, მათი მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.
რაც შეეხება ბ. და ბ. წულიების თანამოპასუხე თ.გ-იას და მის წარმომადგენელ ამბროსი ჭეიშვილს, მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასახელებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდი.რე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ. და ბ. წულაიების და თ.გ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმღვანელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4..-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. და ბ. წულაიების და თ.გ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თ.-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 7 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.