¹ას-466-814-07 27 ივლისი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს “... ინსტიტუტი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. ..” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 15 ნოემბერს შპს „ .. ..“ დირექტორმა ბ. ს-მ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს „... ინსტიტუტის“ წინააღმდეგ გამარტივებული წესით დავალ.ნების (31.733.1 ლარის) გადახდევინების შესახებ ბრძანების მიღების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ნოემბრის გადახდის ბრძანებით შპს „ .. ..“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხემ არ ცნო გადახდის ბრძანება და 2005 წლის 29 დეკემბერს მასზე შესაგებელი შეიტანა სასამართლოში, რის გამოც შპს „ .. ..“ მიერ აღძრული მოთხოვნა სასარჩელო წარმოების საერთო წესით იქნა განხილული.
მოთხოვნა ემყარება შემდეგ გარემოებებსა და მტკიცებულებებს ამ გარემოებათა შესახებ:
შპს „ .. ..“ და სს „... ინსტიტუტს“ შორის 2003 წლის 6 იანვარს, ამავე წლის 3 მარტსა და 1 ოქტომბერს, „შიდსის, უსაფრთხო სისხლისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაიდო ორმხრივი ხელშეკრულებები, რომლის საგანს წარმოადგენდა „სოციალურად საშიშ დაავადებათა პროფილაქტიკის“ მიზნით განსაზღვრულ ღონისძიებათა ჩატარება, რაც მოიცავდა შარდსასქესო სისტემის ანთებადი პათოლოგიით დაავადებულთა სტანდარტულ კვლევებს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე კოდების ლიმიტებისა და ანაზღაურების მიხედვით. ხელშეკრულებებში დამკვეთად გამოდიოდა სს „... ინსტიტუტი“, ხოლო შემსრულებლად შპს „ .. ..“, რომელმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულა, სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 31.733,1 ლარი, რაც აღიარებულ. დამკვეთის, მოპასუხე სს „ ... ინსტიტუტის“ მიერ ორმხრივ აქტებზე ხელმოწერით თითოეული ხელშეკრულების მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე არ ასრულებს ფულად ვალდებულებას, თუმცა ის გაფრთხილებული იქნა კრედიტორის მიერ ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემით.
მოპასუხემ დაადასტურა ვალდებულების არსებობა სარჩელში მითითებული მოცულობით, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სადავო თანხა მას არ ჩაურიცხა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა. მოპასუხემ მიუთითა, რომ მას არ ევალება საკუთარი სახსრებით ვალდებულების შესრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ .. ..“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს „... ინსტიტუტს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 31.733,1 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “... ინსტიტუტის” დირექტორმა ვ. გ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინებით სს “... ინსტიტუტის” საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.
პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ აღიარა როგორც სახელშეკრულებო ურითიერთობის არსებობა მოსარჩელესთან, ისე ნაკისრ ვალდებულებათა სრულად შესრულება მოსარჩელის მიერ, ასევე ორმხრივი აქტების არსებობა მათ შორის, რომლითაც დადასტურებელ. მოპასუხის მიერ 31.733,1 ლარის გადახდის ვალდებულების არსებობა.
ასევე პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მის მიერ ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო მესამე პირის - ... დეპარტამენტისაგან თანხის ჩარიცხვაზე, ამიტომ მას არ ევალება საკუთარი სახსრებით ვალდებულების შესრულება.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ვერ იქონიებს გავლენას დავის გადაწყვეტაზე, რამდენადაც კრედიტორს იცავს სამოქალაქო კოდექსის 397-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოვალე პასუხისმგებენლ. შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან ან სხვა გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო სამართალურთიერთობა მათ შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს და მათში არ არის დათქმა სხვა რომელიმე მესამე პირის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “... ინსტიტუტმა.
კასატორის აზრით, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებით არ იხელმძღვანელა არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ და გადაწყვეტილება და შემდეგ განჩინება იურიდიულად არ იყო დასაბუთებული და პასუხი არ გაეცა მათ მიერ მითითებულ მოსაზრებებს.
ასევე კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გამოტანილია მესამე პირის სხდომაზე მოწვევის გარეშე, სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმისათვის საჭირო ყველა გარემოება და სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენებით ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “... ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ. მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულ. სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს “... ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1586.65 ლარის 70% - 1110.65 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “... ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1110.65 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.