საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ ას-467-708-08 .. ივლისი, 2008 წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ.ა-იანი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ.. აპრილის განჩინება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
თ.-ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20..წ. . ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ.ა-იანის სარჩელი საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის მიმართ ფონდის უფროსის ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
თ.-ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20..წ. . აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ.ა-იანის სააპელაციო საჩივარი თ.-ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. . ივნისის გადაწყვეტილებაზე, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მ.ა-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის 20..წ. . აპრილის ¹.... ბრძანება მ.ა-იანის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ცნობილ იქნა ბათილად, მ.ა-იანი აღდგენილ იქნა სამუშაოზე და მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის წარმომადგენლის მიერ საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20..წ. .. მარტის განჩინებით თ.-ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20..წ. . აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდა მ.ა-იანის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე დაბრუნდა თ.-ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ხელახლა განსახილველად.
თ.-ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20..წ. .. მაისის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდი შეიცვალა უფლებამონაცვლით - სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრით“.
თ.-ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20..წ. .. ივნისის სხდომაზე აპელანტის მიერ შემცირებულ იქნა მოთხოვნა. მ.ა-იანმა განმარტა, რომ აღარ ითხოვს სამსახურში აღდგენას და სურს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 20..წ. 1 აპრილიდან 20..წ. 1 ივნისამდე - იმ შტატის გაუქმების თარიღამდე, რომლიდანაც განთავისუფლდა.
ამავე სასამართლოს 20..წ. .. სექტემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით გადმოეცა სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 20..წ. .. იანვარს ...00 საათზე, არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“, რომელიც სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამასთან, გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია. აპელანტის წარმომადგენელმა - მაგდა ბართაიამ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, კერძოდ, თ.-ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20..წ. 7 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება 06.04.2005 წ-დან 01.06.2006 წლამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.
თ.-ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ.ა-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის წარმომადგენელმა გ. კ-ძემ. მან მიუთითა, რომ ვინაიდან იმყოფებოდა გამოკლვლევის ჩასატარებლად, რომელიც გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით და წინასწარ არ ჰქონდა დაგეგმილი, ამის გამო სასამართლოს ვერ შეატყობინა წინსწარ გამოუცხადებლობის მიზეზი.
თ.-ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. თებერვლის განჩინებით საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე სასამართლოს 20..წ. 3 აპრილის განჩინებით კი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა. მან მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა მ.ა-იანის სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..0-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
დადგენილია, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის საქმის განხილვა დაინიშნა 20..წ. .. იანვარს. მხარეები გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 20..წ. .. იანვრის სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.1..-1..). აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის წარმომადგენელმა გ. კ-ძემ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ მიუთითა იმ გარემოებაზე და საპატიო მიზეზე, რის გამოც ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის წარმომადგენელ გ. კ-ძის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მართებულად გამოიტანა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..3-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4..-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 3 აპრილის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.