საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №121აპ-16 ქ. თბილისი
ჯ-ა ა. 121აპ-16 18 ივლისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ა. ჯ-ს, რ. რ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის განაჩენით:
ა. ჯ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ა. ჯ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებიდან (მ. მ-ს მიმართ) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებზე.
ა. ჯ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილის საფუძველზე ა. ჯ-ს მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ დანიშნული თანამდებობის უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა შეიკრიბა და საბოლოოდ დამატებითი სასჯელის სახით 3 წლითა და 9 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და საბოლოოდ დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ა. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 2 ივლისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 17 იანვრიდან იმავე წლის 23 იანვრის ჩათვლით.
რ. რ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საბოლოოდ დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. რ. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 2 ივლისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 4 აპრილიდან იმავე წლის 11 აპრილის ჩათვლით.
უნდა გაუქმდეს ა. ჯ-ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის (…..) განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული, გირაოს უზრუნველსაყოფად ა. ჯ-ს (პ/ნ …..), გ. ჯ-ს (პ/ნ …..), ი. ჯ-ს (პ/ნ …..), მ. ც-სა (პ/ნ …..) და რ. ჯ-ს (პ/ნ …..) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე ….. რაიონის სოფელ ….., საკადასტრო კოდი …..) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
უნდა გაუქმდეს რ. რ-ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის (N…..) განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული, გირაოს უზრუნველსაყოფად ლ. რ-ს (პ/ნ…..), დ. რ-ს (პ/ნ…..), ნ. რ-ს (პ/ნ……), ნ. რ-სა (პ/ნ…..) და რ. რ-ს (პ/ნ…..) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე ….. რაიონის სოფელ ….., სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა ნაგებობით 5707,00 კვ.მ საკადასტრო კოდი (N…..), 2518.00 კვ.მ საკადასტო კოდი (N…..), 3918.00 კვ.მ საკადასტრო კოდი (N…..) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულების - ა. ჯ-სა და რ. რ-თვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების - ა. ჯ-ს, რ. რ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი