Facebook Twitter

¹ას-481-792-09 28 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ტ. დ-იას წარმომადგენლის ნ. შ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ხ. ლ. და ნ. კ-იების სარჩელის გამო მოპასუხეები ლ. და ი. კ-იების მიმართ, ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ტ. დ-იას წარმომადგენლის ნ. შ-იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის წარმომადგენლის მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 1 თვიანი ვადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა ამავე წლის 2 აპრილს (ს.ფ. 52), ხოლო საკასაციო საჩივარი მის მიერ შეტანილ იქნა 2009 წლის 5 მაისს, ანუ 1 თვიანი ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ. დ-იას წარმომადგენლის ნ. შ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.