Facebook Twitter

¹ას-485-832-07 27 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მ.სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა უ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 27 ივნისს უ. კ-მ სარჩელით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს “ .. ..” მიმართ და მოითხოვა სს “ .. ..” კრედიტორად გამოცხადება და ზარალის ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დადგენილი კურსის თანახმად, 711776 მანეთის აშშ დოლართან შესაბამისობაში დაკისრება. სარჩელის მიხედვით, სს ,, .. ..” აწარმოა სამთო სამუშაოები, რის გამოც დაინგრა მისი საცხოვრებელი სახლი და ყველა დამხმარე შენობა-ნაგებობა. აღნიშნული დაამტკიცა ქ. ჭიათურის ... სს “ .. ..” მიერ შექმნილი კომისიის 1991 წლის 15 აგვისტოს შედგენილი “ზარალის აქტის” საფუძველზე, რომლის თანახმად გადასახდელი თანხა განისაზღვრა 24 544 მანეთით, რომლის ნაწილიც- 12 272 ლარი მოპასუხემ გადაიხადა 1992 წელს.

1993 წლის 3 მაისს სს “ .. ..” დირექტორის ახალი აქტის თანახმად, ზარალის ოდენობა მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე განისაზღვრა 711 776 მანეთით. მიუხედავად მოპასუხის დაპირებისა, რომ აღნიშნულ თანხას გადაუხდიდა, მან პირობა არ შეასრულა. ამასთან იგი გადავიდა გაკოტრების რეჟიმში და მოსარჩელეს აცნობეს, რომ შეეძლო მიემართა გაკოტრების მმართველისათვის, რომელმაც განცხადების პასუხად სიტყვიერად განუმარტა, რომ აღნიშნული საკითხი სადავო იყო, რის გამოც მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სს “ .. ..სათვის” მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით უ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა უ. კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განჩინებით უ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკამყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უ. კ-მ სადავო სახლი 1975 წელს ააგო სპეციალური ნებართვის გარეშე, ვინაიდან სახლი ერთხელ უკვე დამუშავებულ ტერიტორიაზე იყო აგებული და ნგრევის შემთხვევაში, შესაბამის ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ და ამასთან ხანდაზმულადაც მიიჩნია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა უ. კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით უ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ. მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულ. სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას უ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.