საქმე №51აპ-16 15 ივლისი, 2016 წელი
მ-ი გ., 51აპ-16 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ი. ჩ-ს
ადვოკატ – მ. ქ-ს
მსჯავრდებულ _ გ. მ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატის გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენით გ. მ-ი, - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 9 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. გ. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2013 წლის 5 აპრილის განაჩენით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ა“ , „დ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 500 ლარი.
· 2014 წლის 16 ივნისს გ. მ-მა დაუდგენელ პირებთან ერთად უკანონოდ შეაღწია თბილისში, ... გამზირის №..–ში მდებარე ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „N“–ში, რის შემდეგაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ერთ ცალ კომპიუტერის მონიტორს, სამ ცალ პროცესორს და სხვადასხვა დასახელების აპარატურას, რითაც შპს „...“ ჯგუფს მიადგა 31470 ლარის მატერიალური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ-ის ადვოკატმა გ. ნ-მა და ითხოვა გ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. 2016 წლის 5 ივლისს, პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. ჩ-ს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორსა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილესთან.
7. 2016 წლის 6 ივლისს პროკურორმა ი. ჩ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ გ. მ-ს შორის 2016 წლის 5 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ მსჯავრდებული გ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი ჩაეთვალოს პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
8. 2016 წლის 15 ივლისს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ი. ჩ-მა დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა, რომ მსჯავრდებული გ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
9. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შეცვლილი პირობით მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა გ. მ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ქ-მ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ი. ჩ-სა და მსჯავრდებულ გ. მ-ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების - ექსპერტ გ. ტ-ს, რ. მ-ს, ნ. ჩ-ს, გ. ჯ-ს, ს. ო-ს ნ. ჩ-ს, ლ. ჯ-ს ჩვენებებით, დათვალიერებისა და ამოცნობის ოქმებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №… დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით გ. მ-ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული გ. მ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, თბილისის პროკურატურის პროკურორ ი. ჩ-ს შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების შეცვლილი პირობებით დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ი. ჩ-სა და მსჯავრდებულ გ. მ-ს შორის შეცვლილი პირობებით.
4. გ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
5. მსჯავრდებულ გ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს 2014 წლის 22 ივნისიდან.
6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე