#378აპ-16 27 ივლისი, 2016 წელი
მ-ი გ, 378აპ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ს-ასა და ა. შ-ის განცხადება, რომლითაც ისინი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განაჩენზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით გ. მ-ი, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 12 იანვრიდან; მასვე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. მ-მა და მისმა ადვოკატებმა – მ. ს-ამ და ა. შ-მა.
4. 2016 წლის 27 ივლისს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული გ. მ-ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები – მ. ს-ა და ა. შ-ი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ გ. მ-ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ს-ასა და ა. შ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მათი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. მ-ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ს-ასა და ა. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორთა მიერ თავიანთი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე