Facebook Twitter

ას-504-851-07 30 ივლისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე: მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ. ს-ე (მოპასუხე; მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ა-ი (მოსარჩელე; მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

დავის საგანი:

სარჩელში _ ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა

შეგებებულ სარჩელში _ ბინაში რეგისტრაციის გაუქმება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ა-მა 2003 წლის 5 მარტს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ზურაბ ს-ის მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი სადგომის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა. ზ. ს-ის წარმომადგენელმა ხ. დ-მა შეგებებული საჩივარი შეიტანა სასამართლოში თ. ა-ს მიმართ და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება ქ.თბილისში ... ქ. ¹8-ში მდებარე ბინაზე.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა ზურაბ ს-ის რწმუნებული ხ. დ-ის შეგებებული სარჩელი. ქ.თბილისში, ... ქ. ¹8-ში გაუქმდა თ. ა-სა და მისი შვილის, 1993 წელს დაბადებული ნ. ა-ს რეგისტრაცია, რის შესახებაც ეცნობა ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს ... განყოფილებას.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის განჩინებით თ. ა-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზურაბ ს-მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ზ. ს-ის საკასაციო საჩივარის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებლემა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით; თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ ზ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმწბისას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით ზ. ს-ს განესაზღვრა 7 დღიანი ვადა კანონის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩირისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. იქვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველად დარჩებოდა.

ზემოაღნიშნული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნა ზ. ს-სა და მის წარმომადგენლებს (ს.ფ. 296; 298; 300), რაც 2007 წლის 11 ივლისს ჩაიბარდა ზ.ს-ის წარმომადგენელი ლ. ბ-ის ძმა გ. ბ-ს (ს.ფ. 297), ხოლო 2007 წლის 13 ივლისს ჩაბარდა ს-ის მეუღლე ლ. ს-ს (ს.ფ. 299).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 20 ივლისის ჩათვლით, მაგრამ კასატორს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ვინაიდან ზ. ს-მ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და არ წარმოადგინა კანონის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.