¹ ას-52-405-07 28 თებერვალი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “ .. .. ..” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ს. ც-ი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საიჯარო ქირის გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ს. ც-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე _ შპს “ .. .. ..” მიმართ საიჯარო ქირის გადახდევინების შესახებ იმ საფუძვლით, რომ შპს “ს. ც-სა” და სს “ე. ტ-ა”, რომლის სამართალმემკვიდრე არის .. .. .. , 2001 წლის 2 აპრილს დაიდო ¹1 საიჯარო ხელშეკრულება. რომლის საფუძველზე “ტ-ს” კომუნალური მომსახურების გარეშე, ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა 1000 ლარის ოდენობით. მოცემულ თანხის გადახდაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა დღევანდელ მოპასუხეს “ .. .. ..”, რაც მას არ გადაუხდია. ერთი წლის განმავლობაში 2001 წლის 2 აპრილიდან 2002 წლის 1 აპრილამდე 12 თვის საიჯარო ქირამ შეადგინა 12000 ლარი, რომელიც მოპასუხემ უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს, თუმცა, მრავალგზის წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე თავის მოვალეობას არ ასრულებს, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის საფუძველზე საურავმა შეადგინა 22.270 ლარი, სულ ძირითადი და საურავი თანხა შეადგენს 34240 ლარს რომლის გადახდასაც მოითხოვს შპს “ს. ც-ი”
ქ.თბილისის კრწანისი _ მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “ს. ც-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს “ .. .. ..” შპს “ს. ც-ის” სასარგებლოდ დაეკისრა იჯარის _ 12000 ლარისა და საურავის _ 22270 ლარის, სულ _ 34270 ლარის გადახდა. შპს “ს. ც-ს” უარი ეთქვა მოპასუხე შპს “ .. .. ..” ანგარიშების დაყადაღებასა და სასამართლო ხარჯების _ 1500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ .. .. ..”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაA პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ .. .. ..” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის კრწანისი _ მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს “ .. .. ..” საურავის 22270 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს “ს. ც-ის” სარჩელი საურავისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს “ .. .. ..” შპს “ს. ც-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 11760 ლარის გადახდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ .. .. ..” და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განჩინებით შპს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიევა ვადა მის გამოსასწორებლად, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 396-ე და 391 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განჩინებით შპს “ .. .. ..” დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 391 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის _ 588 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად.
საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწრილის თანახმად, შპს “ .. .. ..” საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩაჰბარდა 2007 წლის 2 თებერვალს. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით პალატისათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში კასატორს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 391-ე მუხლების მოთხოვნათა მიხედვით შედგენილი საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის _ 588 ლარის ჩარიცხვის ქვითარი კასატორს არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.