¹ას-524-834-09 12 ნოემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ბ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – მ. ბ-შვილი (მოსარჩელე)
დავის საგანი – რეალური წილის გამოყოფა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
მ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-შვილის მიმართ სამკვიდროდან წილის გამოყოფისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლით: 1991 წლიდან მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. ბ-შვილთან, რა დროსაც შეეძინა ორი შვილი ე.და ლ. ბ-შვილები, მეუღლეები ცხოვრობდნენ მამამთილ ჟ. ბ-შვილის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. 1993 წელს მ. ბ-შვილი გარდაიცვალა. მოსარჩელე კი ორ შვილთან ერთად კვლავ ცხოვრებდა მეუღლის ოჯახში. 2000 წელს გარდაიცვალა ჟ. ბ-შვილი, რის შემდეგ დედამთილი - ლ. ბ-შვილი სადავო ბინაში ნორმალურად ცხოვრების საშუალება არ აძლევს, მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით მიმართა ნოტარიუს, რომელმაც უარი განუცხადა. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელემ მოითხოვა თავისი არასრულწლოვანი შვილების ჟ.ბ-შვილის კუთვნილ ქ.ქუთაისში, ... ქუჩის მეორე შესახვევში მდებარე ¹24 ბინის 1/2-ის მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდრო მოწმობის გაცემა.
მოპასუხე ლ. ბ-შვილმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გარდაცვლილი შვილის გარდა ჰყავდა ქალიშვილიც, რომელიც ასევე იყო ჟ.ბ-შვილის მემკვიდრე და სადავო სახლში მ. ბ-შვილის შვილებთან ერთად თანაცხოვრებას არ დაუშვებდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა,ე.და ლ. ბ-შვილები ცნობილ იქნენ მათი ბაბუის – ჟ. ბ-შვილის დანაშთი ქონების – ქ.ქუთაისში, ... ქუჩის მე-2 შესახვევის ¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2½-ის მემკვიდრეებად, რაზედაც გაიცა შესაბამისი სამკვიდრო მოწმობა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ბ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ლ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ბ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის განჩინებით ლ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
2007 წლის 6 ნოემბერს მ. ბ-შვილმა სასამართლოში შეიტანა განცხადება ყადაღის მოხსნის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მ. ბ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა.
2009 წლის 23 მარტს მ. ბ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინების განმარტება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით მ. ბ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, 2006 წლის 8 ნოემბერს (¹2/ბ-1117-2006) განხორციელებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა ქ.ქუთაისში, ... ქ. მეორე შესახვევ ¹24-ში ჟ. ბ-შვილის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლს“.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-შვილმა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა საქმე, რომ არ მიიწვია მხარედ სასამართლო პროცესზე. იგი კვლავ აგრძელებს დავას მოცემულ საქმეზე და არ არის თანახმა მოიხსნას ყადაღა.
სამოტივაციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ლ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, თუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავის გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 ნოემრის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ბ-შვილის განცხადება და ყადაღა დაედო ჟ. ბ-შვილის სახელზე რიცხულ ქ.ქუთაისში ... ქ. მე-2 შესახვევი ¹24-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. მ.
ბ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოეხსნას ყადაღა ჟ. ბ-შვილის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მ. ბ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა. მოეხსნა ყადაღა ქ.ქუთაისში ... ქ. მე-2 შესახვევ ¹24-ში მდებარე ჟ. ბ-შვილს საცხოვრებელ სახლს.
მ. ბ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული განჩინების განმარტება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ბ-შვილის განცხადება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: “ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, 2006 წლის 8 ნოემბერს (¹2/ბ-1117-2006) განხორციელებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა ქ. ქუთაისში, ... ქ. მეორე შესახვევ ¹24-ში ჟ. ბ-შვილის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლს”.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უზრუნველყოფის ღონისძიებები შესაბამისად უქმდება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, არ არსებობს ის გარემოება, რაც ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველი გახდა, კერძოდ, სადავო ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველი გახდა გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ქონების შესაძლო გასხვისება, რაც გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.