¹ას-526-871-07 14 იანვარი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. ა-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ქუთაისის .... (მოპასუხე)
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ა-ემ, ზ. გ-მა, მ. ჭ-ემ, გ. ჯ-ემ, ა. ო-მა, ფ. ჭ-ემ, ი. ვ-ემ, ს. ბ-ამ, მ. კ-მა, თ. წ-ამ, გ. ფ-ემ, ვ. ფ-ემ, ვ. ფ-ემ, ა. ს-ემ, რ. ჯ-მა, ა. ი-ემ, თ. კ-ემ, თ. გ-ემ, ნ. ა-მა, ნ. გ-ამ, მ. ჩ-ემ, მ. ო-მა, ლ. დ-ემ, ნ. შ-ემ, გ. ა-ემ, დ. ა-ემ, მ. ხ-მა, ლ. მ-ემ, ა. ნ-ემ, მ. ს-ემ, ტ. ყ-მა, ე. კ-ამ, ლ. ჩ-ემ, ა. ბ-ემ, ა. გ-ემ, ნ. დ-ამ, ხ. გ-ამ, ნ. ლ-ემ და დ. ი-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ქ. ქუთაისის .... მიმართ და მოითხოვეს სახელფასო დავალიანების გადახდევინება. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ 2005 წლის 1 ივლისამდე მუშაობდნენ ქუთაისის სახელმწიფო ვეტერინალურ სამსახურში და ფინანსდებონენ მოპასუხე ქ.ქუთაისის ..... მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან. საქართველოს სოფლის მეურნეონის სამინისტროს ვეტრინარიის დეპარტამენტის 2005 წლის 23 ივნისის ¹1-02/35 ბრძანების «საქართველოს სახელმწიფო ვეტერინალურ სამსახურში რეფორმის განხორციელების შესახებ» თანახმად 2005 წლის 1 ივლისიდან ლიკვიდირებული იქნა საქართველოს .... სამინისტროს ..... დეპარტამენტის სისტემის რიგი სტრუქტურული დანაყოფები, მათ შორის ..... ინსპექცია, ქუთაისის .... სამმართველო, ქუთაისის .... ლაბორატორიაში შემავალი აგრარულ ბაზრებთან და ბაზრობებთან მოქმედი .... ლაბორატორიები. აღნიშნული ბრძანების მეორე პუნქტის თანახმად უნდა მომხდარიყო ქალაქის თუ რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფი სახელმწიფო .... სამსახურების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება. დ. ა-ის სახელფასო დავალიანებამ შეადგინა 940 ლარი და 39 თეთრი. მიუხედავად მრავალი ცდისა სახელფასო დავალიანება მოსარჩელეებს მიუღებელი აქვთ, ამასთან ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ დავალიანების გადაუხდელობა არ არის დამოკიდებული მათ მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულებების შესრულებაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 4 იანვრის გადახდის შესახებ ბრძანებით მოვალე ქ.ქუთაისის მერიას განმცხადებლების სასარგებლოდ გადახდა 30448 ლარი და 52 თეთრი, კერძოდ, დ. ა-ის სასარგებლოდ გადახდა 940 ლარი და 39 თეთრი.
ზემოაღნიშნულ გადახდის ბრძანებაზე პროტესტი შეიტანა ქ.ქუთაისის მერიამ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 იანვრის ბრძანება და ქ.ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის მიმართ გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნის განხილვა დადგინდა სასარჩელო წარმოების საერთო წესით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეზე მოპასუხედ ცნობილი იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში რ. ა-ისა და სხვათა სარჩელისა გამო ქ.ქუთაისის მერიის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ მესამე პირად ჩაბმული იქნა ქუთაისის საფინანსო სამმართველო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ა-ის და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ქ.ქუთაისის .... ორგანოს მთავრობას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 30448 ლარისა და 52 თეთრის გადახდა, კერძოდ: რ. ა-ვის 1411,83 ლარის, ზ. გ-ვის 1186,35 ლარის, მ. ჭ-ვის 1162,85 ლარის, გ. ჯ-ვის 821, 70 ლარის, ა. ო-ვის 882,29 ლარის, ფ. ჭ-ვის 947,00 ლარის, ი. ვ-ვის 812,57 ლარის, ს. ბ-ვის 809,25 ლარის, მ. კ-ვის 921,30 ლარის, თ. წ-ვის 784 ლარის, ვ. ფ-ვის 324,81 ლარის ვ. ფ-ვის 324,81 ლარის, გ. ფ-ვის 121 ლარის, ა. ს-ვის 403,38 ლარის, რ. ჯ-ვის 966,95 ლარის, ა. ი-ვის 940,39 ლარის, თ. კ-ვის 940,39 ლარის, თ. გ-ვის 940,39 ლარის, ნ. ა-ვის 831,66 ლარის, ნ. გ-ვის 375,22 ლარის, მ. ჩ-ვის 831,66 ლარის, მ. ო-ვის 831,66 ლარის, ლ. დ-ვის 460,65 ლარის, ნ. შ-ვის 460,05 ლარის, გ. ა-ვის 711,30 ლარის, დ. ა-ვის 940,39 ლარის, მ. ხ-ვის 831,66 ლარის, ლ. მ-ვის 831,66 ლარის, ა. ნ-ვის 460,65 ლარის, მ. ს-ვის 966,95 ლარის, ტ. ყ-ვის 831,66 ლარის, ე. კ-ვის 966,95 ლარის, ლ. ჩ-ვის 778,54 ლარის, ა. ბ-ვის 955,33 ლარის, ა. გ-ვის 820,87 ლარის, ნ. დ-ვის 831,66 ლარის, ხ. გ-ვის 831,66 ლარის, ნ. ლ-ვის 862,37 ლარის, დ. ი-ვის 333,66 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.ქუთაისის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ქ.ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გ. ჯ-ის, ა. ო-ის, ფ. ჭ-ის, ი. ვ-ის, ს. ბ-ას, მ. კ-ის, ვ. ფ-ის, გ. ფ-ის, ა. ს-ის, რ. ჯ-ის, ა. ი-ის, თ. კ-ის, თ. გ-ის, ნ. ა-ის, ნ. გ-ას, მ. ჩ-ის, მ. ო-ის, ლ. დ-ის, ნ. შ-ის, გ. ა-ის, დ. ა-ის, მ. ხ-ის, ლ. მ-ის, ა. ნ-ის, მ. ს-ის, ტ. ყ-ის, ე. კ-ის, ლ. ჩ-ის, ა. გ-ის, ნ. დ-ას, ხ. გ-ას, ნ. ლ-ისა და დ. ი-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ჯ-ის, ა. ო-ის, ფ. ჭ-ის, ი. ვ-ის, ს. ბ-ას, მ. კ-ის, ვ. ფ-ის, გ. ფ-ის, ა. ს-ის, რ. ჯ-ის, ა. ი-ის, თ. კ-ის, თ. გ-ის, ნ. ა-ის, ნ. გ-ას, მ. ჩ-ის, მ. ო-ის, ლ. დ-ის, ნ. შ-ის, გ. ა-ის, დ. ა-ის, მ. ხ-ის, ლ. მ-ის, ა. ნ-ის, მ. ს-ის, ტ. ყ-ის, ე. კ-ის, ლ. ჩ-ის, ა. გ-ის, ნ. დ-ას, ხ. გ-ას, ნ. ლ-ისა და დ. ი-ის სასარჩელო მოთხოვნა ქ.ქუთაისის მერიისათვის მათ სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები შრომით ურთიერთობებში იმყოფებოდნენ ქუთაისის სახელმწიფო .... სამსახურთან, რომელიც წარმოადგენდა მაკონტროლებელ ორგანოს დამოუკიდებელი ბალანსით, საბანკო ანგარიშით, სახელმწიფო გერბიანი ბეჭდითა და სხვა აუცილებელი ატრიბუტებით. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის 2005 წლის 23 ივნისის ¹1-02/35 ბრძანებით 2005 წლის 1 ივლისიდან მოხდა სამსახურის ლიკვიდაცია და მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სამუშაოდან. ..... სამსახური ფინანსდებოდა როგორც არასაბიუჯეტო სახსრებით, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც, თუმცა მუშაკებთან ანგარიშსწორებას ყოველთვის ახდენდა სამსახური, ანუ დამქირავებელი. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე მითითებით დაადგინა, რომ მოსარჩელეები არანაირ სამართლებრივ ურთიერთობაში აპელანტთან არ იმყოფებოდნენ და შესაბამისად, აპელანტს მოსარჩელეთა მიმართ გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია კანონით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლიდან. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ქ.ქუთაისის მერია აფინანსებდა ..... სამსახურს ან ნიშნავს, რომ მერიას გადახდის ვალდებულება წარმოეშვა მოსარჩელეთა მიმართ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2001-2004 წლებში დამტკიცებული ქ.ქუთაისის ბიუჯეტითა და საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 14 აპრილის რევიზიის აქტით ირკვევა, რომ საქართველოს კანონის «ვეტერნარიის შესახებ» 23-ე მუხლის საფუძველზე აპელანტი სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა .... სამსახურთან და არა მოსარჩელეებთან, რომლებიც თავის მხრივ, იყვნენ .... სამსახურის მუშაკები. ამდენად, მოსარჩელეებს აპელანტის მიმართ მოთხოვნის უფლება არ გააჩნიათ. მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო პალატამ ვერ მიიჩნია საქართველოს .... სამინისტროს 2005 წლის 23 ივნისის ბრძანება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ამ ბრძანებით მას საკუთარი სახსრებით მოსარჩელეთა მიმართ სახელფასო დავალიანების გასტუმრება არ დავალებია, რადგან ასეთი კომპეტენცია საქართველოს .... სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტს არ გააჩნია და ეს არც გამომდინარეობს ბრძანების შინაარსიდან. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბრძანების თანახმად ამ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები ახორციელებდნენ ლიკვიდატორის ფუნქციებს, ლიკვიდატორი კი პასუხს არ აგებს იმ ორგანიზაციის ვალებზე, რომლის სალიკვიდაციო პროცესსაც იგი აწარმოებს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ლიკვიდატორის მიერ სალიკვიდაციო პროცესის არასწორად წარმართვის შემთხვევაში შესაძლებელია დადგეს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნა ამ საფუძვლით არ დაუყენებია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე პალატა ამ საკითხზე ვერც იმსჯელებდა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, რასაც შედეგად მცდარი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. ყოველივე ზემოაღნიშნული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. ა-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები არანაირ სამართლებრივ ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ ქ.ქუთაისის ...., რაც იმას ნიშნავს, რომ მერიას მოსარჩელეთა მიმართ გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია კანონით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლიდან. სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები არ იყო სახეზე. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უარყოფილია მისი სარჩელის საფუძვლად დასახელებული ისეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორიცაა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2005 წლის 23 ივნისის ბრძანება და არასწორადაა მითითებული, რომ აღნიშნული ბრძანება დეპარტამენტმა გამოსცა, რადგან ბრძანება სამინისტროს მიერაა გამოცემული, სამინისტროს უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიმართ განსაზღვრულია კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ ასევე არასწორადაა განმარტებული ლიკვიდატორის და სალიკვიდაციო პროცესის ცნება. კასატორის მითითებით, ლიკვიდატორი ხელთ იღებს ყველა საქმის მართვის უფლებას, ადგენს ბალანსს და ავლენს როგორც კრედიტორებს, ისე დებიტორებს, შემდეგ კი ყველა ზომას იღებს, რათა შეუფერხებლად დააკმაყოფილოს დადგენილ ვადებში საკრედიტო-ფინანსური ვალდებულებები და კანონიერი ფულადი მოთხოვნები. ამის საწინააღმდეგოდ სასამართლომ ჩათვალა, რომ ლიკვიდატორი პასუხს არ აგებს იმ ორგანიზაციის ვადებზე, რომლის სალიკვიდაციო პროცესსაც იგი აწარმოებსო. ყოველივე ზემოღნიშნული კი, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დაშვებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევაც. ს.ფ. 68-ზე წარმოდგენილი განჩინებით მოცემულ საქმეზე მოპასუხედ იქნა ცნობილი საქართველოს .... სამინისტროს .... დეპარტამენტი. გადაწყვეტილების თანახმად ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა საქართველოს ..... სამინისტროს .... დეპარტამენტს, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არაა საუბარი ზემოაღნიშნულ განჩინებაზე. აღნიშნული განჩინებით ქ.ქუთაისის .... უარი ეთქვა შუამდგომლობაზე ქ.ქუთაისის მერიის არასათანადო მოპასუხედ ცნობაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი .... აღიარებულია არასათანადო მოპასუხედ. ზემოაღნიშნული გარემოება, კასატორის მოსაზრებით წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის «გ» პუნქტში მითითებულ დარღვევას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არანაირ სამართლებრივ ურთიერთობაში აპელანტთან არ იმყოფებოდა და შესაბამისად, აპელანტს მის მიმართ გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლის შესაბამისად. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საქართველოს .... სამინისტროს ..... დეპარტამენტის 2005 წლის 23 ივნისის ¹1-02/35 ბრძანებით 2005 წლის 1 ივლისიდან მოხდა საქართველოს .... სამინისტროს ..... დეპარტამენტის მთელი რიგი სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის, იმერეთის სამხარეო .... ინსპექცის, ქუთაისის .... სამართველოს, ქუთაისის სამხარეო .... ლაბორატორიაში შემავალი აგრარულ ბაზრებთან და ბაზრობებთან მოქმედი .... ექსპერტიზის ლაბორატორიების ლიკვიდაცია. ამავე ბრძანების მეორე პუნქტის შესაბამისად ქალაქების, რაიონების მერიებს, გამგეობებს დაევალათ ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფი სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება (ს.ფ. 4-7).
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ მოსაზრებას: ზემოაღნიშნული ბრძანებით ქალაქის მერიას საკუთარი სახსრებით მოსარჩელეთა მიმართ სახელფასო დავალიანების გასტუმრება არ დავალებია, ბრძანების თანახმად ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს ეთხოვათ მხოლოდ სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება ანუ იმ ღონისძიებების გატარება, რაც აუცილებელი იყო სამსახურის ლიკვიდაციისათვის. ლიკვიდატორი კი პასუხს არ აგებს იმ ორგანიზაციის ვალებზე, რომლის სალიკვიდაციო პროცესსაც იგი აწარმოებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია მოპასუხე ორგანიზაციის, როგორც ლიკვიდატორის უფლებამოსილების ფარგლები.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლიკვიდაცია არ არის ერთჯერადი აქტი. ლიკვიდატორების მნიშვნელოვანი მოვალეობაა მიმდინარე საქმეების დამთავრება, აქტივების რეალიზაცია და ლიკვიდირებული ორგანოს ვალდებულებების შესრულება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხეს ევალებოდა ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფი სახელმწიფო ..... სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება, ამიტომ ლიკვიდაცია ერთიან ღონისძიებად უნდა განხილულიყო; სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების შინაარსი არ მიუთითებს მხოლოდ ლიკვიდაციის ფორმალურ მხარეზე პასუხისმგებლობის თაობაზე.
კასატორის მიერ ყურადღება გამახვილებულია ს.ფ. 68-ზე წარმოდგენილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 მარტის განჩინებაზე, რომლითაც მოცემულ საქმეში მოპასუხედ ცნობილ იქნა საქართველოს .... სამინისტროს .... დეპარტამენტი, ხოლო ქ.ქუთაისის .... უარი ეთქვა შუამდგომლობაზე არასათანადო მოპასუხედ ცნობაზე, რაც საერთოდ არ არის გათვალისწინებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია საკასაციო საჩივრის მითითება, რადგან სააპელაციო პალატამ არ გამოარკვია, ლიკვიდირებული ორგანიზაციის თანამშრომლებთან საბოლოო ანგარიშსწორებაზე რომელი ორგანო იყო პასუხისმგებელი.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.