¹ას-528-873-07 28 დეკემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს “ე...” (სს “ს...ის” უფლებამონაცვლე) (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ თ. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “გ...ი” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ პ. ა-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ არასწორად დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 10 აგვისტოს შპს “გ...ს” დირექტორმა კ. ო-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს “გ...ის” მიმართ და მოითხოვა სს გ...ის” შიდა ქართლის ფილიალის მიერ მისთვის არასწორად დარიცხული თანხის გადახდისაგან გათავისუფლება, შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელის განმარტებით, შპს “გ...ი”, რომელიც ელექტროენერგიას იღებს სს “გ...ის” შიდა ქართლის ფილიალისაგან, ყოველთვის პირნათლად იხდის მის მიერ გახარჯულ ელექტროენერგიის საფასურს. სს “გ...ის” აღრიცხვიანობის შემოწმების აქტით ორგანიზაციას უკანონოდ დაერიცხა 1140 ლარი იმ მოტივით, რომ თითქოსდა შემოწმების აქტით დადგინდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველი შენელებულად მუშაობდა, რაც მოსარჩელის განმარტებით, არ შეესაბამება სიმართლეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “გ...ს” დირექტორმა მოითხოვა არასწორად დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება.
მოპასუხემ სარჩლი არ ცნო იმ მოტივით, რომ სს “ს...ის” აღრიცხვიანობის აქტი კანონის სრული დაცვითაა შედგენილი.
გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “გ...ს” დირექტორ კ. ო-ს სარჩელი სს “გ...ის” შიდა ქართლის ფილიალის მიმართ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ს...ის შიდა ქართლის რეგიონის დარღვევის აქტზე დარიცხვის კომისიის მიერ შპს “გ...ზე” 1140 ლარისა და 53 თეთრის დარიცხვა და შპს “გ...ი” გათავისუფლდა აღნიშნული დარიცხვის გადახდისაგან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “გ...მ”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით სს “გ...ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკამყოფილდა.
სააპელაციო პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “გ...მ”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეში ჩაება სს “გ...ის” უფლებამონაცვლე სს “ე...”
საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 28 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
1. შპს “გ...ი” სს “ე...ს გადაუხდის 550 (ხუთასორმოცდაათ) ლარს;
2. სს “ე...”, თავის მხრივ, მორიგების აქტზე ხელმოწერის მომენტიდან უარს აცხადებს შპს “გ...ს” მიმართ სხვა ნებისმიერ სახის დამატებით მოთხოვნაზე, რაც დაკავშირებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე ზემოაღნიშნულ სამოქალაქო დავასთან.
3. მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლარად. ორი მათგანი გადაეცემათ მხარეებს, ხოლო ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
4. სს “ე...” და შპს “გ...ს” მორიგების აქტი ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და სასამართლოს მიერ წინამდებარე აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესის დამტკიცების მომენტიდან;
5. შეთანხმებული თანხის გადარიცხვა მოხდება სს “ე...ს” შემდეგ საბანკო ანგარიშის ნომერზე: ბანკი რესპუბლიკა დელისის ფილიალი კოდი 220101773 ანგარიშის ¹10566687696. წინამდებარე მორიგების აქტის ძალაში შესვლიდან 15 საბანკო დღის განმავლობაში;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების პირობებს, თვლის რომ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების მორიგებით დამთავრება მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,გ” პუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 300 ლარს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად სასამართლო ხარჯების ოდენობა ნახევრდება, შესაბამისად, კასატორ სს “გ...ს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე, 372-ე, 49-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1) დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
შპს “გ...ი” სს “ე...ს” გადაუხდის 550 (ხუთასორმოცდაათ) ლარს;
სს “ე...”, თავის მხრივ, მორიგების აქტზე ხელმოწერის მომენტიდან უარს აცხადებს შპს “გ...ს” მიმართ სხვა ნებისმიერ სახის დამატებით მოთხოვნაზე, რაც დაკავშირებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე ზემოაღნიშნულ სამოქალაქო დავასთან.
სს “ე...” და შპს “გ...ს” მორიგების აქტი ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და სასამართლოს მიერ წინამდებარე აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესის დამტკიცების მომენტიდან;
შეთანხმებული თანხის გადარიცხვა მოხდება სს “ე...ს” შემდეგ საბანკო ანგარიშის ნომერზე: ბანკი რესპუბლიკა დელისის ფილიალი კოდი 220101773 ანგარიშის ¹10566687696. წინამდებარე მორიგების აქტის ძალაში შესვლიდან 15 საბანკო დღის განმავლობაში;
2) მხარეთა მორიგების გამო შეწყდეს საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე _ შპს “გ...ს” სარჩელის გამო სს “ს...ის” შიდა ქართლის ფილიალის მიმართ არასწორად დარიცხული ელექტროენერგიის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.
3) გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება;
4) განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5)სს “ე...ს” (“ს...ის” უფლებამონაცვლე) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 150 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
6) საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.