Facebook Twitter

ას-530-840-09 22 ივლისი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე რ. ნადირიანი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ტ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ა. გ-შვილს დაეკისრა ალიმენტის გადახდა მისი არასრულლწლოვანი შვილის, 2006 წლის 17 მაისს დაბადებული ლ. გ-შვილის სასარგებლოდ თვეში 50 ლარის ოდენობით, 2008 წლის 21 მარტიდან ლ. გ-შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. გ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი ა. გ-შვილს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესის მიხედვით.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის განჩინება კასატორს ჩაბარდა 2009 წლის 11 ივნისს (ს.ფ.73). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ა. გ-შვილმა ხარვეზი არ გამოასწორა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.