Facebook Twitter

¹ას-531-764-08 4 მაისი, 2009 წელი.

A ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ც. ც-შვილის განცხადება მორიგების დამტკიცების თაობაზე

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნია, რომ ც. ც-შვილის განცხადება მორიგების დამტკიცების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2009 წლის 1 აპრილს ც. ც-შვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მასსა და ლ. ს-ძეს შორის მორიგების დამტკიცება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას მორიგების დამტკიცების თაობაზე, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საკასაციო პალატამ ზემოხსენებულ მხარეებს შორის მორიგების დამტკიცების საკითხი განიხილა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ლ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და კასატორს უარი ეთქვა მორიგების დამტკიცებაზე. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. ხოლო გადაწყვეტილების კანონერ ძალაში შესვლის შემდგომ მორიგების დამტკიცების შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. რის გამოც საკასაციო პალატა არაა უფლებამოსილი იმსჯელოს მორიგების დამტკიცების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ც. ც-შვილის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ც. ც-შვილის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება