Facebook Twitter

ას-538-880-07 16 ნოემბერი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს “ .. ..” (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ლ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – ი. ხ-ი, ლ. ბ-ე, ბ. ბ-ი, ხ. პ-ე, ვ. ბ-ი, ნ. გ-ი (მოსარჩელეები)

მესამე პირი – ... მუშაკთა თავისუფალი პროფკავშირი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრეს ი. ხ-მა, ლ. ბ-მ, ბ. ბ-მა, ხ. პ-მ, ვ. ბ-მა და ნ. გ-მა მოპასუხე შპს „ .. ..“ მიმართ და მოითხოვეს:

1.სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების გაუქმება;

2.სამუშაოზე აღდგენა გათავისუფლებამდე მათ მიერ დაკავებულ ან მის ტოლფას თანამდებობებზე;

3.იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მათი სამუშაოდან დათხოვნის დღიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე;

4.სახელფასო დავალიანებების ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: ლ. ბ-ისათვის 1 357 ლარი და 29 თეთრი, ბ. ბ-სათვის 1 102 ლარი და 8 თეთრი, ხ. პ-ისათვის 1 556 ლარი და 1 თეთრი, ვ. ბ-სათვის – 1,690 ლარი და 78 თეთრი, ნ. გ-სათვის 1 000 ლარი და 48 თეთრი, ი. ხ-სათვის 1 485 ლარი და 50 თეთრი.

5.ი. ხ-სათვის შვებულების თანხის 382 ლარისა და სამეურნეო ხარჯების 30 ლარის ანაზღაურება.

6.გასასვლელი დახმარებისა და ორი თვის საშუალო ხელფასის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ხ-ს, ლ. ბ-ის, ბ. ბ-ს, ხ. პ-ის, ვ. ბ-ს და ნ. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ .. ..“ დაეკისხა ლ. ბ-ის სასარგებლოდ 1357 29 ლარის, ბ. ბ-ს სასარგებლოდ 1102, 8 ლარის, ვ. ბ-ს სასარგებლოდ 1690, 78 ლარის, ნ. გ-ს სასარგებლოდ 1000, 48 ლარის, ხ. პ-ის სასარგებლოდ 1556, 48 ლარის, ი. ხ-ს სასარგებლოდ 1867 ლარის გადახდა სახელფასო დავალიანებების ასანაზღაურებლად. გაუქმდა შპს „ .. ..“ ბრძანებები მოსარჩელეთა სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ. მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ შპს „ .. ..“ ბრძანებები მოსარჩელეთა სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ. მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ შპს „ .. ..“ განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე, კერძოდ, ხ. პ-ე ინჟინრის თანამდებობაზე, ვ. ბ-ი ინჟინრის თანამდებობაზე, ნ. გ-ი მდივნის თანამდებობაზე, ბ. ბ-ი ინჟინრის თანამდებობაზე, ლ. ბ-ე ინჟინრის თანამდებობაზე, ი. ხ-ი ინჟინრის თანამდებობაზე. შპს „ .. ..“ დაეკისრა ი. ხ-ს, ლ. ბ-ის, ბ. ბ-ს, ხ. პ-ის, ვ. ბ-ს და ნ. გ-სათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მათი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე მოსარჩელეთა მოთხოვნა გასასვლელი დახმარებისა და ორი თვის საშუალო ხელფასის ანაზღაურების შესახებ და ი. ხ-ს სარჩელი სამეურნეო ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2006 წლის 14 ივლისს შპს „ .. ..“ წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, ასევე ი. ხ-ს მოთხოვნა მისთვის სახელფასო დავალიანების სრული მოცულობით ანაზღაურების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ .. ..“ სააპელაციო საჩივარი ნ. გ-ს სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში თბილისის საქალაქო საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები მოსარჩელე ნ. გ-ს სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმებას, მისი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. გ-ს სარჩელი მისი სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ შპს „ .. ..“ ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით შპს „ .. ..“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი: შპს „ .. ..“ ი. ხ-ს სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ასანაზღაურებლად 1 867 ლარის გადახდის დაკისრების, მე-3 პუნქტი მოსარჩელეების ხ. პ-ის, ვ. ბ-ს, ბ. ბ-ს, ლ. ბ-ის და ი. ხ-ს სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ შპს „ .. ..“ ბრძანებების გაუქმების მე-4 პუნქტი მოსარჩელეების განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე, კერძოდ, ხ. პ-ის ინჟინრის თანამდებობაზე, ვ. ბ-ს ინჟინრის თანამდებობაზე, ბ. ბ-ს ინჟინრის თანამდებობაზე, ლ. ბ-ის ინჟინრის თანამდებობაზე და ი. ხ-ს ინჟინრის თანამდებობაზე აღდგენის, მე-5 პუნქტი ხ. პ-ის, ვ. ბ-ს, ბ. ბ-ს, ლ. ბ-ის და ი. ხ-სათვის მათი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლომ შპს „ .. ..“ ი. ხ-ს სასარგებლოდ არასწორად დააკისრა 1867 ლარის გადახდა, პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „ .. ..“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად (ს.ფ. 119), ი. ხ-ს სახელფასო დავალიანება შეადგენს 1521,16 ლარს. დაზუსტებული სარჩელით ითხოვდა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას 1485 ლარის ოდენობით, ასევე შვებულების თანხას 382 ლარის და სამეურნეო ხარჯებს 30 ლარის ოდენობით. ი. ხ-ს სარჩელი სახელფასო დავალიანებისა და შვებულების თანხის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა, რამაც შეადგინა 1867 ლარი (1485+382=1867).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ .. ..” წარმომადგენელმა ლ. ქ-მ.

კასატორის აზრით, სასამართლომ მოსარჩელეები აღადგინა იმ თანამდებობებზე, რომლებზეც ისინი გათავისუფლებამდე არ მუშაობდნენ. კერძოდ, ი. ხ-ს მუშაობა ავარიების ანალიზის ინჟინრის თანამდებობაზე, ლ. ბ-ე -- ინფორმაციის შეგროვების ინჟინრის თანამდებობაზე, ბ. ბ-ე -- იმედიანობის ინჟინრის თანამდებობაზე, ხ. პ-ე -- რემონტების ანალიზის ინჟინრის თანამდებობაზე და ვ. ბ-ე -- ინჟინრის თანამდებობაზე.

როგორც სასამართლოს 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ხსენებული მოსარჩელეები აღდგენილი იქნენ შპს „ .. ..“ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა ყოფილიყო სწორედ ზემოხსენებული თანამდებობები და არა ინჟინრის თანამდებობა ზოგადად ყველა ხსენებული მოსარჩელის მიმართ.

კასატორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც სასამართლოს უფლება არ აქვს გადაწყვეტილებით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, ვინაიდან ის სტრუქტურული ერთეული, სადაც მოსარჩელეები გათავისუფლებამდე მუშაობდნენ ლიკვიდირებულია და შესაბამისად, აღნიშნული გარემოებაც სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა. საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ 110\35 კვბ ქვესადგურებისა და შესაბამისი ელექტროგადამცემი ხაზების „ .. ..“ ... სამინისტროზე, ხოლო შემდეგ სს „საქართველოს ... ენერგოკომპანიაზე“ გადაცემის შედეგად „ .. ..“ მოხდა სტრუქტურული ცვლილებები. კერძოდ, „ .. ..“ გენერალური დირექტორის ჯ. ქ-ის 30.19.2005 წ. ბრძანებით გაუქმებული (ლიკვიდირებული) იქნა სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც არსებობდნენ „ .. ..“ ხსენებული ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაზე გადაცემამდე. ამავე ბრძანებით დაევალა კადრების ორგანიზაციულ დირექტორს ი. დ. პ-ს მოეხდინა „ .. ..“ თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისულფლება და ახალი სტრუქურის შესაბამისად სისტემის სათანადო კადრებით დაკომპლექტება.

კასატორის განმარტებით, „ .. ..“ განხორციელდა ისეთი სტრუქტურული ცვლილებები (რეორგანიზაცია), რასაც შედეგად მოჰყვა არსებული სტრუქტურული ერთეულების გაუქმება (ლიკვიდაცია) და ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნა. ასეთ დროს, იმ დროისათვის მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 371 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პროფკავშირის თანხმობაც არ იყო სავალდებულო, თუმცა ასეთი თანხმობა საწარმოს ადმინისტრაციას პროფკავშირიდან მიღებული აქვს. სტრუქტურული ერთეულების გაუქმებისას ხდება საწარმოში დასაქმებული ყველა მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, ხოლო ახლად შექმნილ სტრუქტურულ ერთეულებში მუშაკების მიღება წარმოებს საწარმოს ადმინისტრაციის შეხედულებით საშტატო თანამდებობების შესაბამისად, რა დროსაც შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამ მუხლის გამოყენება ხდებოდა მხოლოდ მუშაკთა რიცხოვნობისას შტატების შემცირების გამო სამუშაოდან გათავისუფლებისას, რა დროსაც ითვალისწინებდნენ სამუშაოზე დარჩენის უპირატეს კლებას (შკკ 422 მუხლის მე-3 ნაწილი) ახალ სტრუქტურაში აღარ არის გათვალისწინებული ის თანამდებობები, რომლებზეც მოსარჩელეები მუშაობდნენ გათავისუფლებამდე.

აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორს მიაჩნია, რომ არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საწარმოს ადმინისტრაციას მოსარჩელისათვის სამუშაოდან განთავისუფლებისას უნდა შეეთავაზებინა სხვა თანამდებობები და თუ ისინი თანახმანი იქნებოდნენ. დაენიშნა შეთავაზებულ თანამდებობებზე. უსწოროა სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებაც, რომ საწარმოში სტრუქტურული დანაყოფების გაუქმება. სასამართლომ არ მიიჩნია ამ სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციად და, შესაბამისად, სამუშაოდან მოსარჩელეთა გათავისუფლების უპირობო საფუძვლად.

კასატორის განმარტებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ისე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომ რეალურად არ შეაფასა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და საქმეში არსებული მტკიცებულებები. შესაბამისად არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული „ .. ..“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის გამოც არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.03.2007 წ. განჩინების (საქმე 32ბ\2230-06) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტებით გათვალისწინებული გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ .. ..“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “ .. ..“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 378 ლარის 70% - 264,6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ .. ..“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 264,6 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.