Facebook Twitter

#142აგ-16 19 დეკემბერი, 2016 წელი

წ. უ-ა, 142აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ უ. წ-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით უ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით უ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, სატრანსპრტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში– საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

3. 2016 წლის 17 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა უ. წ-ემ და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. მსჯავრდებულმა უ. წ-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის განსახილველად დაშვება.

6. 2016 წლის 13 დეკემბერს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული უ. წ. შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ უ. წ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

8. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ უ. წ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებაზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე